https://sputnik-georgia.com/20230617/ugandasi-skolaze-ganxorcielebuli-teraqtis-sedegad-40-ze-meti-adamiani-dairupa-278672383.html
უგანდაში სკოლაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
უგანდაში სკოლაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
Sputnik საქართველო
მეამბოხეები თავს დაესხნენ სკოლას - მოკლულია 22 მოსწავლე 17.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-17T16:03+0400
2023-06-17T16:03+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
აფრიკა
შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1d/274354170_0:311:3071:2038_1920x0_80_0_0_0a5cb1c22c5a6e4d1e55f7d3591069cb.jpg
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. უგანდას სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ კასესეს სკოლაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, იტყობინება ადგილობრივი ტელეარხი NTV Uganda.მანამდე უგანდის პოლიცია იტყობინებოდა, რომ სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, რვა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს სამხრეთ-დასავლეთ უგანდაში მდებარე სკოლაზე „მოკავშირე დემოკრატიულო ძალების“ (ADF) მეამბოხეების თავდასხმის შედეგად.„მოკავშირე დემოკრატიული ძალების“ (ADF) დაჯგუფება 1995 წელს შეიქმნა და მოქმედებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უგანდის ტერიტორიაზე.მეამბოხეთა ჯგუფი მოიცავს უგანდის მოქმედი პრეზიდენტის, იოვერი მუსევენისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები და ისლამისტები. უგანდის მთავრობა მათ ტერორისტად მიიჩნევს. გაერო 2014 წლიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილში ამბოხებულებს ადანაშაულებს.2017 წელს აჯანყებულებმა ერთგულება შეჰფიცეს ტერორისტულ ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“. 2019 წლის აპრილში ტერორისტულმა ორგანიზაციამ პირველად აიღო პასუხისმგებლობა კონგოში განხორციელებულ თავდასხმაზე. მაშინ ADF მეამბოხეები თავს დაესხნენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ყაზარმებს და კონგოში გაეროს სტაბილიზაციის მისიის წევრებს (MONUSCO).
აფრიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1d/274354170_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_be3e40773c4fb674f3557eecc8fc00ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, აფრიკა , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, აფრიკა , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
უგანდაში სკოლაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
16:03 17.06.2023 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) მეამბოხეები თავს დაესხნენ სკოლას - მოკლულია 22 მოსწავლე
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. უგანდას სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ კასესეს სკოლაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, იტყობინება ადგილობრივი ტელეარხი NTV Uganda.
მანამდე უგანდის პოლიცია იტყობინებოდა, რომ სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, რვა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს სამხრეთ-დასავლეთ უგანდაში მდებარე სკოლაზე „მოკავშირე დემოკრატიულო ძალების“ (ADF) მეამბოხეების თავდასხმის შედეგად.
„კასესეზე ADF-ის მეამბოხეების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამჟამად 41 ადამიანს შეადგენს. აჯანყებულები თავს დაესხნენ სკოლას, დაიღუპა 22 მოსწავლე. გარდა ამისა, 17 მოსწავლე დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად, ასევე დაიღუპა ორი ადგილობრივი მცხოვრები", - დაწერა ტელეარხმა Twitter-ში.
„მოკავშირე დემოკრატიული ძალების“ (ADF) დაჯგუფება 1995 წელს შეიქმნა და მოქმედებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უგანდის ტერიტორიაზე.
მეამბოხეთა ჯგუფი მოიცავს უგანდის მოქმედი პრეზიდენტის, იოვერი მუსევენისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები და ისლამისტები. უგანდის მთავრობა მათ ტერორისტად მიიჩნევს. გაერო 2014 წლიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილში ამბოხებულებს ადანაშაულებს.
2017 წელს აჯანყებულებმა ერთგულება შეჰფიცეს ტერორისტულ ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“. 2019 წლის აპრილში ტერორისტულმა ორგანიზაციამ პირველად აიღო პასუხისმგებლობა კონგოში განხორციელებულ თავდასხმაზე. მაშინ ADF მეამბოხეები თავს დაესხნენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ყაზარმებს და კონგოში გაეროს სტაბილიზაციის მისიის წევრებს (MONUSCO).