მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის საგარეო უწყება: უკრაინული იარაღი აფრიკის ცხრა ქვეყნის ტერორისტების ხელში ხვდება

© photo: Sputnik / Natalia Seliverstovaრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2026
გამოწერა
დიპლომატის თქმით, უკრაინული იარაღი ტერორისტულ დაჯგუფებებს ბურკინა-ფასოში, მალიში, ნიგერიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სომალიში, სუდანსა და ჩადში აღმოაჩნდათ
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. უკრაინა აფრიკაში ტერორისტული დაჯგუფებების იარაღით მომარაგების ლოჯისტიკურ ბაზად გადაიქცა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკასთან პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა ტატიანა დოვგალენკომ.
უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას, მან კიევის სპეცსამსახურები რადიკალების პირდაპირ ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
„ამასთან, ისინი ამაყობენ კიდეც რადიკალებთან კავშირებით, ამარაგებენ მათ იარაღითა და დრონებით, ასწავლიან მათ გამოყენებას და ეხმარებიან ტერორისტების ქმედებების კოორდინაციაში", - განაცხადა დიპლომატმა.
რუსეთის საგარეო უწყების მონაცემებით, უკრაინული იარაღი ტერორისტულ დაჯგუფებებს ბურკინა-ფასოში, მალიში, ნიგერიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სომალიში, სუდანსა და ჩადში აღმოაჩნდათ.
მოსკოვი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ დასავლეთი, ფაქტობრივად, ტერორისტებისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდა - იარაღი უკრაინული ტრანზიტის საშუალებით ნაწილდება აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და თავად დასავლეთ ევროპაში.
ყველა ახალი ამბავი
0