https://sputnik-georgia.com/20230529/mekobreta-tyveobidan-gatavisuflebuli-qartveli-mezrvaurebi-samsoblosi-dabrundnen-278112706.html
მეკობრეთა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ
მეკობრეთა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ
Sputnik საქართველო
ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის ნაპირებთან მყოფი მარშალის კუნძულების დროშით მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T19:15+0400
2023-05-29T19:15+0400
2023-05-29T22:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
აფრიკა
აჭარის მთავრობა
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1d/278111113_96:108:864:540_1920x0_80_0_0_026446efe402931b0b2b1e7cc9cb98d0.jpg
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს შეხვდნენ.კაპიტნის მეორე და მესამე თანაშემწეები ნუკრი ბერიძე და გენადი ჩიტაძე მეკობრეებმა ცენტრალური აფრიკის ნაპირებთან, გაბონის ტერიტორიულ წყლებში მყოფი მარშალის კუნძულების დროშით მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს.მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 მაისს გაავრცელა.აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ყველაფერი გაკეთება იმისთვის, რომ საზღვაო სფერო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, პირველ რიგში, თითოეულ მეზღვაურზე ორიენტირებული.„დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეზღვაურებთან ერთად ამ სტრატეგიულ დარგს ახალ იმპულსს შევძენთ, კიდევ უფრო მეტად წარმატებულს გავხდით“, – განაცხადა რიჟვაძემ.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის მიღების მომენტიდან გატაცებული მეზღვაურების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც დამსაქმებელთან, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
საქართველო
აფრიკა
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1d/278111113_120:0:840:540_1920x0_80_0_0_97081259ee0222c26bd33dfeee4f0875.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, აფრიკა , აჭარის მთავრობა , აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, აფრიკა , აჭარის მთავრობა , აჭარა
მეკობრეთა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ
19:15 29.05.2023 (განახლებულია: 22:20 29.05.2023) ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის ნაპირებთან მყოფი მარშალის კუნძულების დროშით მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს.
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს შეხვდნენ.
კაპიტნის მეორე და მესამე თანაშემწეები ნუკრი ბერიძე და გენადი ჩიტაძე მეკობრეებმა ცენტრალური აფრიკის ნაპირებთან, გაბონის ტერიტორიულ წყლებში მყოფი მარშალის კუნძულების დროშით მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს.
მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 მაისს გაავრცელა.
„მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ვულოცავ ჩვენს მამაც მეზღვაურებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას, ვულოცავ მათ ოჯახებს. ხელისუფლება აგრძელებს მზრუნველობას ჩვენს მოქალაქეებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მეზღვაურებთან შეხვედრაზე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ყველაფერი გაკეთება იმისთვის, რომ საზღვაო სფერო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, პირველ რიგში, თითოეულ მეზღვაურზე ორიენტირებული.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეზღვაურებთან ერთად ამ სტრატეგიულ დარგს ახალ იმპულსს შევძენთ, კიდევ უფრო მეტად წარმატებულს გავხდით“, – განაცხადა რიჟვაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის მიღების მომენტიდან გატაცებული მეზღვაურების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც დამსაქმებელთან, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.