Голосование в ходе выборов 19 мая в Марнеули - Sputnik საქართველო

დაძაბულობა, შეხლა-შემოხლა და კურიოზები: როგორ გაიმართა არჩევნები საქართველოში?

გამოწერა
არჩევნები შუალედური და ძალზე ლოკალურია, ვნებათაღელვა კი მთელ ქვეყანაში უფროდაუფრო მატულობს

ამ კვირას საქართველოს ცალკეულ რაიონში სხვადასხვა დონის არჩევნები ტარდება: თბილისში პარლამენტში ვაკანტურ ადგილზე ირჩევენ დეპუტატს, ბრძოლა მერის თანამდებობისთვის ქვეყნის ხუთ რაიონში, ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატობისთვის კი რვა რაიონში მიდის.

სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციისთვის ეს დღე ძალზე მნიშვნელოვანია, ის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც მომავალ წელს გაიმართება, პოლიტიკურ ძალთა ბალანსს წარმაჩენს. დამკვირვებლები ყველაზე მეტად დაძაბულ ბრძოლას ზუგდიდში პროგნოზირებენ – პოლიცია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

სარჩევი
თავიდან ახლებითავიდან ძველები
20:11 19.05.2019

კენჭისყრის პირველი შედეგები, სავარაუდოდ, ორშაბათს დილით გახდება ცნობილი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგებს საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნებს.

თუ მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო, იგი ხმების დათვლის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ორ კვირაში დაინიშნება.

მოვლენების განვითარებას თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდზე>>

20:00 19.05.2019

20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმების დათვლის პროცედურა იწყება.

საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო
Центральная избирательная комиссия Грузии - Sputnik საქართველო
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები დასრულდა - შედეგების მოლოდინში
19:38 19.05.2019

„გარეთ გადი და კანფეტი იქ მოწუწნე, ჩაიტკბარუნე პირი",- ასე მიმართა მთაწმინდაზე მე-4 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ერთ-ერთ ამომრჩეველს.

მანამდე გაირკვა, რომ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ აქტივისტები მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებენ. ტკბილეულზე პარტიის სიმბოლიკაა გამოსახული და წერია „თავისუფლება ტკბილია“. მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „გირჩიდან" ჰერმან საბო იყრის კენჭს.

19:29 19.05.2019

აქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 17:00 საათისთვის სულ 68 საჩივარია შემოსული.

„სულ შესულია 68 საჩივარი, აქედან მარნეულში - 20, ზესტაფონში - 5, ხულოში - 11, ზუგდიდში - 30, ოზურგეთში - 1, თბილისში, №1 პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე - 1 საჩივარი“, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისი თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

 

Голосование в ходе выборов 19 мая в Марнеули - Sputnik საქართველო
ცესკო: შემოსული საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხასიათს ატარებს
19:22 19.05.2019

პარტია „თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავამ და მერობის კანდიდატმა გიორგი (გოგი) წულაიამ არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათ კოორდინატორებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა. მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო, ჩემი კოორდინატორების ნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვალად. არ გაუვათ, გაყალბდება და დავიცავთ ხმებს", - განაცხადა გოგი წულაიამ.

18:52 19.05.2019

საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 17:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 67,8% შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 456 ამომრჩეველია, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 309-მ დააფიქსირა.

ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 26,6% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 11 669 ამომრჩეველი გამოცხადდა.

18:38 19.05.2019

ზუგდიდის N5 საარჩევნო უბანი ვლაქერნის ღვთისშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა დეკანოზმა ფრიდონმა აკურთხა.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, მისი სურვილია საარჩევნო უბნების დახურვამდე ბევრი უბნის კურთხევა მოასწროს.

18:19 19.05.2019

დარწმუნებული ვარ, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ზუგდიდშიც ამომრჩეველს საშუალება ექნება თავიანთი ქალაქის მერი მშვიდად, დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში აირჩიონ,  განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში ჩასვლის შემდეგ.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ყურადღება გაამახვილა ზუგდიდის რაიონში ოპოზიციური ძალებისა და მათი მხარდამჭერების დიდი რაოდენობით კონცენტრირების შესახებ და თან დასძინა, რომ ზუგდიდში სპეციალური დანიშნულების რაზმი მობილიზებული არ არის.

„ეს არ არის სპეცრაზმი. ეს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტია, რომლის ძირითადი მიზანია მართწლესრიგის დაცვა. ეს მათი აღჭურვილობაა, სადაც არ უნდა გადაადგილდნენ მშვიდობიან პირობებშიც... ასე მოძრაობს ეს ხალხი, ეს მათი უფლებაა“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

 

17:48 19.05.2019

საქართველოს პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებასტან დაკავშირებით კომენტარი გააკეტა.

Министр по исполнению наказаний, пробации и юридической помощи Созар Субари - Sputnik საქართველო
სოზარ სუბარი: სააკაშვილი არეულობის გზით გეგმავს საქართველოში დაბრუნებას
17:27 19.05.2019

საარჩევნო უბნებზე მომხდარი ინციდენტების გამო პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის საინფორმაციო პორტალ Presa.ge-ს დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე.

здание МВД Грузии - Sputnik საქართველო
შსს: საარჩევნო უბნებზე მომხდარი ინციდენტების გამო ხუთი ადამიანია დაკავებული
16:35 19.05.2019

საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 56.4% შეადგინა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 456 ამომრჩეველია, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 257-მა დააფიქსირა.

Анна Микеладзе, спикер ЦИК - Sputnik საქართველო
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის
16:22 19.05.2019

ნუ წახვალთ ძალადობაზე, ნუ მოიპარავთ არჩევნებს, რადგან არჩევნების მოპარვა არის ქურდობის ყველაზე ცუდი ფორმა, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-გვერდზე გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში.

Бывший губернатор Одесской области Украины Михаил Саакашвили. Архивное фото - Sputnik საქართველო
სააკაშვილი ივანიშვილს: დიახ, ვაპირებ ბოლომდე შეგისრულოთ!
15:49 19.05.2019

საქართველო ვერ ეღირსა ნორმალურ საარჩევნო პერიოდს, რომ არჩევნები იყოს რეალური პოლიტიკური შეჯიბრი და არა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა  ნინო ბურჯანაძე დღევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

„დღეს, მთელი საქართველო დაძაბული ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც იმ რაიონებში და ქალაქებში ვითარდება, სადაც არჩევნები ტარდება. განსაკუთრებული შეშფოთების საგანი დღეს არის ზუგდიდი. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ნათელი დასტური იყო იმისა, რომ საქართველო ვერ ეღირსა ნორმალურ საარჩევნო პერიოდს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
15:11 19.05.2019

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს №24-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ერთ-ერთ ამომრჩეველს უბანზე ბატკანი ახლდა თან,

14:28 19.05.2019

აქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 12:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 35,7% შეადგინა

ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 10,4% შეადგინა. 

 

 

Анна Микеладзе, спикер ЦИК - Sputnik საქართველო
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის
14:00 19.05.2019

ყოფილმა მმართველმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის ემზადება, განაცხადა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

Арчил Талаквадзе дает интервью журналистам - Sputnik საქართველო
„სიტუაცია უნდა ადუღდეს" - მმართველმა პარტიამ „ნაციონალების" ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა
13:38 19.05.2019

ჩვენი ამოცანაა, არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება და  ყველა უწყება მომართულია იმისათვის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

Тамара Чугошвили дает интервью журналистам - Sputnik საქართველო
ჩუგოშვილი: არის იმის რესურსი, რომ არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდეს
13:12 19.05.2019

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამაარსებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის N4 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. როგორც მთაწმინდაზე, ისე სხვა ოლქებში აქტიურობა მაღალია. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" კანდიდატები დიდი უპირატესობით დღეს გაიმარჯვებენ... მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა, უპირატესობა იქაც ჩვენი კანდიდატების დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

12:50 19.05.2019

არჩევნების გაყალბების ფაქტის გასაჯაროებისთვის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მზად არის 1000 ლარი გადაიხადოს. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, თანხა მოქალაქეს უკანონობის სატელევიზიო ეთერში დადასტურების შემთხვევაში გადაეცემა. 

„ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც წაართმევენ პასპორტს, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, „რუსთავი 2“ სთავაზობს 1000 ლარიან ჯილდოს ამის გაცხადებისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას დაადასტურებს რაიმენაირი ფორმით, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა არჩევნების გაყალბების მიზნით, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით, ნებისმიერ ფორმით, ეს ადამიანი მიიღებს ჯილდოდ 1000 ლარს Rustavi-2-სგან "- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

12:10 19.05.2019

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საკუთარი პოზიცია მთაწმინდის N6-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები დღეს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

„დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
11:44 19.05.2019

საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 10:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 15,4% შეადგინა

ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 4% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 1752 ამომრჩეველი გამოცხადდა.

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

ახმეტა – 11,5% (140 ამომრჩეველი);

მარნეული – 5,7% (5 699 ამომრჩეველი);

ადიგენი – 9,3% (105 ამომრჩეველი);

ზესტაფონი – 7% (3 872 ამომრჩეველი);

ჭიათურა – 6,7% (2 862 ამომრჩეველი);

ტყიბული – 6,9% (246 ამომრჩეველი);

წყალტუბო – 8,4% (353 ამომრჩეველი);

ოზურგეთი – 6,3% (323 ამომრჩეველი);

ზუგდიდი – 8,1% (9 734 ამომრჩეველი);

ხულო – 8,7% (2 100 ამომრჩეველი).

 

11:14 19.05.2019

მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდის №28 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.

„ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობიან დღესა და მშვიდობიან არჩევნებს, ისინი მშვიდ გარემოში მისცემენ ხმას. მე ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს, იმ პროექტების გაგრძელებას, რაც დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. განწყობა ბრწყინვალეა და ხალხის, ზუგდიდელების განწყობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

10:59 19.05.2019

ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და იქ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისი სიტყვებით, წყალტუბოსა და ტყიბულის რვა საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად ხდება, არჩევნები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ტარდება. ამისთვის ამომრჩევლებმა ბიულეტენები სპეციალურ აპარატში უნდა ჩაუშვან, რომელიც დაასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ავტომატურად დათვლის.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას,"- განაცხადა მიქელაძემ.

10:07 19.05.2019

„ხმა მივეცი ცვლილებებს, ადამიანებზე ზრუნვას, დასაქმებას. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს დიდი პასუხისმგებლობა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ ევროპულ მომავალს ზუგდიდში," - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

Сандра Рулофс - Sputnik საქართველო
სანდრა რულოვსი: „ხმა მივეცი ზუგდიდის ევროპულ მომავალს"
10:01 19.05.2019

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ მთაწმინდის მეთერთმეტე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა.

Ладо Кахадзе - Sputnik საქართველო
ლადო კახაძე: გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ
09:13 19.05.2019

ზუგდიდის №82-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებსა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" დამკვირვებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადასატან ყუთში ბეჭდის გარეშე ჩაგდებული საკონტროლო ფურცელი აღმოაჩინეს. შესაბამისად, გადასატანი ყუთი დაილუქა.

Подсчет голосов, выборы 2018 - Sputnik საქართველო
პირველი ინციდენტი ზუგდიდში: №82-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი დალუქეს
08:41 19.05.2019

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატის სავარძლისთვის 20 ადამიანი იბრძვის, პოლიტოლოგების თვალსაზრისით, რეალური კონკურენტი სულ ორია. მთავარი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატებს - ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის.

ლადო კახაძე - ცნობილი ექიმი და თბილისის საპატიო მოქალაქეა. მისთვის ეს პარლამენტში მოხვედრის მეორე მცდელობაა. 2016 წელს ის კენჭს იყრიდა მთაწმინდაზე პაატა ბურჭულაძის პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისათვის“ და ხმების მხოლოდ 2,65% მიიღო.

ხოლო „ევროპული საქართველო“ საზოგადოებისთვის მოულოდნელად გაერთიანდა პარტიასთან „თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც 2012-2014 წლებში ამჟამინდელ მმართველ პარტიასთან კოალიციაში იყო. შექმნილმა გაერთიანებამ კანდიდატად „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე წარადგინა.

შალვა შავგულიძე საკმაოდ სიმბოლური ფიგურაა. ის ადვოკატია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე მიჰყავდა. ამ მკვლელობამ და გამოძიების ხარისხმა იმჟამინდელი მმართველი პარტიის რეპუტაცია სერიოზულად შეარყია.

ახლა კი შავგულიძემ, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ თავს პოზიციონირებდა მებრძოლად სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, შევიდა კოალიციაში „ევროპულ საქართველოსთან“, რომელიც 2017 წელს „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წარმომადგენლებმა შექმნეს.

 

Второй тур президентских выборов 2018 - Sputnik საქართველო
საინტერესო დეტალები 19 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე: მთავარი კონკურენტები
08:14 19.05.2019

დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს.

ამჯერად ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა (დაახლოებით 121 ათასი ადამიანი) ზუგდიდის რაიონშია, ყველაზე ნაკლები კი ხულოს რაიონში (დაახლოებით 24 ათასი ამომრჩეველი).

 

Жители столицы Грузии принимают участие в голосовании во время выборов президента страны - Sputnik საქართველო
საქართველოში მერებს და დეპუტატებს ირჩევენ
07:44 19.05.2019

პოლიტოლოგების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სახელისუფლებო კანდიდატებმა მოიგონ, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე, რათა მათ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა უზრუნველყონ.

"მაისიდან მოყოლებული ქართული პოლიტიკა 2020-ის არჩევნებით იქნება დაღდასმული",- თვლის "Sputnik-საქართველოს" ავტორი ლანა ჩეჩელაშვილი.

Здание парламента Грузии - Sputnik საქართველო
„ოცნება VS ნაცები“: 2020-ის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია
07:24 19.05.2019

19 მაისის არჩევნებში  საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას შეძლებს 402 ათასზე მეტი ამომრჩეველი, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%. ხმის მიცემა  410 საარჩევნო უბანზე 08:00 საათზე დაიწყება.

07:09 19.05.2019

დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში არჩევნები ტარდება – მოსახლეობა აირჩევს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ქვეყნის პარლამენტის დეპუტატს.

თბილისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.  მთაწმინდის რაიონის  მცხოვრებლებს პარლამენტის დეპუტატის არჩევა მოუწევთ. 

დღეს ასეევე იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ რაიონში - ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

და კვლავ... არჩევნები! - Sputnik საქართველო
ყველა ახალი ამბავი
0