სოზარ სუბარი: სააკაშვილი არეულობის გზით გეგმავს საქართველოში დაბრუნებას

გამოწერა
სუბარის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა და არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ Facebook-გვერდზე დღეს გავრცელებულ განცხადებასტან დაკავშირებით კომენტარი გააკეტა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი ივანიშვილს: დიახ, ვაპირებ ბოლომდე შეგისრულოთ!

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს და თანამოაზრეებს მიმართა მიმართა და ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შედეგების გაყაბების შემთხვევაში „შეტევაზე გადასვლა" დააანონსა.

მიხეილ სააკაშვილის მიზანი არის ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი არეულობის ფასად დაიბრუნონ ხელისუფლება, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან, - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მას არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა და არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი.

„...როდესაც ისინი ლაპარაკობენ, რომ ისინი გადაკეტავენ გვირაბებს, როცა ლაპარაკია, რომ მათ არ აინტერესებთ საერთაშორისო საზოგადოების აზრი, რასაც სააკაშვილი ამბობს, აქ კარგად ჩანს მისი მიზანი მოაწყოს რამენაირად არეულობა და ამ არეულობის გზით დაბრუნდეს ქვეყანაში... თუმცა ის ამას ვერ ბედავს და ვერც გაბედავს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს ფარული აუდიოჩანაწერი წარუდგინა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორ უნდა „აადუღონ" სამეგრელო და აჭარა. თალაკვაძის განცხადებით, ყოფილმა მმართველმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის ემზადება.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: არ დაუშვათ პროვოკაცია და დაპირისპირება

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები საქართველოს ხუთ რაიონში იმართება, საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი ზუგდიდისკენაა მიმართული. აქ მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი შენგელიას ექს-პრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა ელისაბედ რულოვსი უპირისპირდება.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0