თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ყოფილმა მმართველმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის ემზადება, განაცხადა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>
19 მაისს აქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ქვეყნის მოსახლეობა მერებსა და დეპუტატებს ირჩევს.
შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.
თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, სადაც მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები - ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორც უნდა „ადუღონ" სამეგრელო და აჭარა.
„…გუშინაც და ადრეც არაერთხელ განგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა. მიუხედავად პოლარიზაციისა, „ნაციონალური მოძრაობის" შტაბშიც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს „ნაცმოძრაობის" სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს",- განაცხადა თალაკვაძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით, აღნიშნული აუდიოჩანაწერი უკვე გადაეცა შესაბამის ორგანოებს.
„გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება", - მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციას.
კობახიძე: „ოპოზიციის მომხრეების მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების საშიშროება არსებობს">>>
პოლიტიკური ექსპერტების აზრით, ძირითადი ბრძოლა წარიმართება ორ მთავარ დაპირისპირებულ ძალას შორის - მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" და ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" შორის, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. ზუგდიდში ერთმანეთს გიორგი შენგელია და სანდრა რულოვსი უპირისპირდებიან.
დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს.
დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.