გახარია: ყველა პროვოკაციაზე პოლიციის მხრიდან იქნება მკაცრი და სწრაფი რეაგირება

გამოწერა
მთაწმინდის რაიონში დეპუტატის სავარძლისთვის 20 კანდიდატი იბრძვის.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მთაწმინდის №5 საარჩევნო უბანზე მივიდა და შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა.

საინტერესო დეტალები 19 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე: მთავარი კონკურენტები>>>

თბილისში მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები დღეს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
პირველი ინციდენტი ზუგდიდში: №82-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი დალუქეს

პარლამენტის დეპუტატის ადგილი მთაწმინდის რაიონიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს არჩეული სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

მთაწმინდის რაიონში დეპუტატის სავარძლისთვის 20 კანდიდატი იბრძვის. მთაწმინდაზე დაახლოებით 44 ათასი ამომრჩეველია, რომლებიც დეპუტატობის საკუთარ კანდიდატს ხმას 31 საარჩევნო უბანზე მისცემს.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

 გახარიამ ჟურნალისტებთან ზუგდიდის რაიონში არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი. 

მისი განცხადებით, ზუგდიდში შსს-ს უპრეცედენტო ძალები არ არის მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცენდენტო რაოდენობა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. ზუგდიდში სამინისტოს ის ძალებია მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იმისთვის, რომ ზუგდიდელებს წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიეცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება......აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა პროვოკაციასა თუ სამართალდარღვევაზე, პოლიციის მხრიდან იქნება მკაცრი და სწრაფი რეაგირება..", - განაცხადა გახარიამ.

დღეს შუალედური არჩევნები თბილისის გარდა ტარდება საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში.

საარჩევნო პროცესს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება.

პოლიტოლოგების თვალსაზრისით, რეალური კონკურენტი სულ ორია. მთავარი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატებს - ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის.

ყველა ახალი ამბავი
0