ლადო კახაძე: გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ

© photo: Lado Kakhadze / FBლადო კახაძე
ლადო კახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ცნობილი ექიმი მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს მმართველი პარტიიდან.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik.  პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ მთაწმინდის მეთერთმეტე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა.

დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში არჩევნები ტარდება – მოსახლეობა აირჩევს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ქვეყნის პარლამენტის დეპუტატს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმა მთაწმინდის საარჩევნო უბანზე  მისცა.

„ვარ გამარჯვებაში დარწმუნებული და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მივეცი ხმა იმას, რომ მშვიდი გარემო, ერთმანეთის პატივისცემის გარემო შენარჩუნდეს 2020-ისა და შემდეგი არჩევნებისთვის. რაც მთავარია ხმა მივეცი შენებას, განახლებას.მთაწმინდელებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიური შეხვედრებისთვის და იმ ურთიერთობის ფორმისთვის, რომელიც ჩვენ შორის არსებობს წლების მანძილზე. იმედია, ეს ურთიერთობები არასდროს გაფუჭდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - განაცხადა კახაძემ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
პირველი ინციდენტი ზუგდიდში: №82-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი დალუქეს

თბილისში ხმის მიცემას დაახლოებით 44 ათასი ამომრჩეველი შეძლებს – მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლებმა საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატი უნდა აირჩიონ. მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების გამართვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან, 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

ცესკო - Sputnik საქართველო
საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ტარდება

დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მქონე 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც დარეგისტრირებული არიან იმ ადგილებში, სადაც არჩევნები ტარდება.

მთლიანობაში ხმის მიცემა 410 საარჩევნო უბანზე იქნება შესაძლებელი.

არჩევნებს დააკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. არჩევნების პროცესს გააშუქებს 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი.

არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად. გამარჯვებული ის კანდიდატი გახდება, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. თუ ეს არ მოხდება, დაინიშნება მეორე ტური.

 

ყველა ახალი ამბავი
0