ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

© Sputnik / Shota Nozadzeარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა დღეს,19 მაისს მუნიციპალიტეტის მერს ირჩევს

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ზუგდიდში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, 87-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ჩხუბი საარჩევნო სიების გამო დაიწყო. როგორც დამკვირველებლი აცხადებს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს დილიდან დაძაბულობაა. პირველი ინციდენტი დილით, №82-ე საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც საარჩევნო კომისიის წევრები და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, სოფელ კოკში N97-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა დღეს,19 მაისს მუნიციპალიტეტის მერს ირჩევს.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
„სიტუაცია უნდა ადუღდეს" - მმართველმა პარტიამ „ნაციონალების" ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა

ამ რაიონში 121 ათასზე მეტი ამომრჩეველი ხმას 107 საარჩევნო უბანზე მისცემს. ზუგდიდის რაიონის მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის.

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

პოლიტიკური ექსპერტების აზრით, ძირითადი ბრძოლა წარიმართება ორ მთავარ დაპირისპირებულ ძალას შორის - მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" და ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" შორის, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. ზუგდიდში ერთმანეთს გიორგი შენგელია და სანდრა რულოვსი უპირისპირდებიან.

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს.

© Sputnik / Konstantin Ivanovზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - Sputnik საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები

 

 

ყველა ახალი ამბავი
0