სააკაშვილი ივანიშვილს: დიახ, ვაპირებ ბოლომდე შეგისრულოთ!

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოფილმა მმართველმა პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის ემზადება

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ნუ წახვალთ ძალადობაზე, ნუ მოიპარავთ არჩევნებს, რადგან არჩევნების მოპარვა არის ქურდობის ყველაზე ცუდი ფორმა, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-გვერდზე გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები საქართველოს ხუთ რაიონში იმართება, საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი ზუგდიდისკენაა მიმართული. აქ მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი შენგელიას ექს-პრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა ელისაბედ რულოვსი უპირისპირდება. 

„სიტუაცია უნდა ადუღდეს" - მმართველმა პარტიამ „ნაციონალების" ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა>>>

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს ფარული აუდიოჩანაწერი წარუდგინა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორ უნდა „აადუღონ" სამეგრელო და აჭარა. თალაკვაძის განცხადებით, ყოფილმა მმართველმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის ემზადება.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულ აუდიოცანაწერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეტა.

„ნურავის ნუ შეგეშინდებათ… მე გეუბნებით ყოველგვარი ჩანაწერის გარეშე, რომ ვაპირებ, ბოლომდე შეგისრულოთ, ვაპირებ ივანიშვილს ბოლომდე შევუსრულოთ… ყველას ვურჩევ, ნუ ჩაყვებით ივანიშვილს საფლავში, ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, ნუ ჩაერთვებით პროვოკაციებში, „ოცნების" წევრებს ვეძახი, ნუ წახვალთ ძალადობაზე, ნუ მოიპარავთ არჩევნებს, რადგან არჩევნების მოპარვა არის ყველაზე ცუდი ფორმა ქურდობის, რაც არსებობს მსოფლიოში", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არჩევნები საქართველოში ყოველ ჯერზე ყალბდება და მმართველი ძალა ამომრჩევლის მოსყიდვას სხვადასხვა გზითა და მეთოდით ცდილობს. როგორც სააკაშვილი განმარტავს, ზუგდიდსა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში, იგი არ აპირებს მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების იმედად ყოფნას და ვიტარების გვერდიდან ყურებას.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: არ დაუშვათ პროვოკაცია და დაპირისპირება

„დასკვნებს ქართველი ხალხი გააკეთებს და იმოქმედებს და ვიმოქმედებ მე, ქართველ ხალხთან ერთად. ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო გაიმარჯვებს. ეს არჩვნები ამათ უკვე წაგებული აქვთ, იმის მიუხედავად, სად როგორ შედეგს გაიფორმებენ. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის გამარჯვება გაფორმდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს.

© Sputnik / Konstantin Ivanovზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
სააკაშვილი ივანიშვილს: დიახ, ვაპირებ  ბოლომდე შეგისრულოთ! - Sputnik საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
ყველა ახალი ამბავი
0