თბილისი, 18 მაისი - Sputnik. კვირას საქართველოს რამდენიმე რეგიონში არჩევნები გაიმართება - მოსახლეობა აირჩევს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე პარლამენტის დეპუტატებს.
„ცხელი“ არჩევნები - პოლიცია ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან მთელი ღამე იმორიგევებს >>
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს შეიძლება ვუწოდოთ ადგილობრივი, ვნებათაღელვა პიკს აღწევს. ზოგიერთი პოლიტოლოგის თვალსაზრისით, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს საკუთარი ძალა ძალაუფლებისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარიმართება. ხელისუფლებამ კი უნდა საკუთარი სახე შეინარჩუნოს და უფრო მეტი, აჩვენოს, რომ მოსახლეობა მას ძველებურად უჭერს მხარს.
19 მაისს ხმის მიცემის უფლება 402 ათას ამომრჩეველს აქვს, ანუ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 11,4%-ს.
ამ არჩევნებზე სულ 410 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის არჩევნები
მთაწმინდის რაიონიდან პარლამენტის დეპუტატის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს არჩეული სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
კანდიდატების რაოდენობა | ამომრჩეველთა რაოდენობა | საარჩევნო უბნების რაოდენობა | |
მთაწმინდის რაიონი | 20 | 43,9 ათასი | 31 |
საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მთავარი კონკურენტების შესახებ იკითხეთ აქ >>
მერის არჩევნები
მერებს ხუთი რაიონის მცხოვრებნი აირჩევენ.
კანდიდატების რაოდენობა | ამომრჩეველთა რაოდენობა | საარჩევნო უბნების რ-ბა | |
ზუგდიდის რაიონი | 16 | 120,8 ათასი | 107 |
ზესტაფონის რაიონი | 16 | 54,9 ათასი | 53 |
ჭიათურის რაიონი | 13 | 42,9 ათასი | 58 |
ხულოს რაიონი | 14 | 24,1 ათასი | 54 |
მარნეულის რაიონი | 15 | 99,7 ათასი | 90 |
ზუგდიდის რაიონის მერობის მთავარი კონკურენტების შესახებ იქითხეთ აქ >>
ჭიათურის რაიონის მერობის მთავარი კონკურენტების შესახებ იქითხეთ აქ >>
ხულოს რაიონის მერობის მთავარი კონკურენტების შესახებ იქითხეთ აქ >>
საკრებულოს დეპუტატების არჩევნები
რვა საკრებულოში თითო-თითო დეპუტატის არჩევა ადგილობრივ მცხოვრებთა მცირე ნაწილს მოუწევს. ამ რაიონებში რამდენიმე საარჩევნო უბანი გაიხსნება.
კანდიდატების რ-ბა | ამომრჩევლების რ-ბა | საარჩევნო უბნების რ-ბა | |
ზესტაფონის რაიონი | 8 | 1540 | 2 |
ჭიათურის რაიონი | 7 | 4206 | 6 |
ტყიბულის რაიონი | 13 | 3563 | 4 |
წყალტუბოს რაიონი | 12 | 4215 | 4 |
ოზურგეთის რაიონი | 13 | 5089 | 5 |
ახმეტის რაიონი | 11 | 1220 | 2 |
საგარეჯოს რაიონი | 11 | 456 | 1 |
ადიგენის რაიონი | 9 | 1124 | 1 |
პოლიტოლოგები ამტკიცებენ, რომ ძირითადი ბრძოლა წარიმართება ორ მთავარ დაპირისპირებულ ძალას შორის - მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შორის, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.