„ცხელი“ არჩევნები - პოლიცია ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან მთელი ღამე იმორიგევებს

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციამ ზუგდიდის რაიონში 5 ათასი აქტივისტის მობილიზება მოახდინა, ხოლო შსს-მ - პოლიციის, რადგან ხელისუფლება პროვოკაციებს ელოდება

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში იმორიგევებს საარჩევნო უბნებზე ზუგდიდის რაიონში, სადაც კვირას მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება, განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა პირველი არხის ეთერში.

„პოლიცია რეაგირებას მოახდენს“ - შსს მოსახლეობას არჩევნების წინ აფრთხილებს >>

ზუგდიდში ვნებათაღელვა უკვე ერთი კვირის განმავლობაში პიკს აღწევს. ხმაურიანი გარჩევები ხან ქუჩაში, ხან საკრებულოში, ხან საოლქო საარჩევნო კომისიაში წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელ ნაწილად იქცა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ზუგდიდის მერობის მთავარი პრეტენდენტები

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, რომლებმაც მერის პოსტზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი წამოაყენეს, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები კი ოპონენტების მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობენ.

მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის, მაგრამ ძირითად კონკურენტებად სანდრა რულოვსი და „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია ითვლებიან.

„ოლქში შემავალი 107-ვე უბანი ხვალინდელი არჩევნებისათვის მზად არის. ყველა უბანზე მიღება-ჩაბარების აქტით გადატანილია სიები და ყველა საჭირო ატრიბუტიკა“, - განაცხადა მესხმა.

მისი თქმით, 18:00 საათამდე უბნებზე კომისიის წევრები იმყოფებოდნენ, შემდეგ კი „მორიგეობა“ პოლიციელებმა გადაიბარეს.

„ჩვენ ვისმენთ იმას, რომ გარკვეული რაოდენობა ადამიანები მიყავთ დედაქალაქიდან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის, არეულობის შემოტანის სურვილი აქვს. შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამის უფლება არავის მისცენ და არ უნდა მოხდეს არეულობა. ეს კატეგორიულად მიუღებელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“, რომელშიც „ნაცმოძრაობა“ შედის, ზუგდიდში ათასობით აქტივისტის მობილიზება მოახდინა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე: ფული უნდა დაიხარჯოს არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის

„ხუთი ათასამდე აქტივისტი არის მობილიზებული ზუგდიდში. ესენი არამხოლოდ ჩამოსული ადამიანები, არამედ ადგილობრივი აქტივისტები არიან, არამხოლოდ პოლიტიკური პარტიებიდან, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ამომრჩეველი, რომელსაც აქვს სურვილი, ჩაერთოს ხმების დაცვაში“, – აღნიშნა გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

არჩევნების მსვლელობის უკეთესი დაკვირვებისთვის ოპოზიციამ დრონების ჩართვაც გადაწყვიტა.

„პირდაპირი ტრანსლირება მოხდება თითოეული საარჩევნო უბნიდან, როგორც უბნის შიგნით, ასევე უბნის გარეთ და რაც ყველაზე ნოუჰაუ არის და მთავარია, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იქნება დრონები, რომლებიც გააკონტროლებენ მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ტერიტორიის გარეთ“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

„არავის შერჩება“ – ბახტაძე არჩევნების წინ დაპირისპირებულ მხარეებს აფრთხილებს >>

კვირას არჩევნები არამხოლოდ ზუგდიდის რაიონში გაიმართება. მერებს ასევე აირჩევენ ჭიათურის, ხულოს, ზესტაფონის, მარნეულის რაიონების მცხოვრებნი.

გარდა ამისა, თბილისში, მთაწმინდის რაიონში პარლამენტის ერთ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, წყალტუბოში, ტყიბულსა და ზესტაფონში საკრებულოს ცალკეულ დეპუტატებს აირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0