საქართველოში მერებს და დეპუტატებს ირჩევენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნებს დააკვირდება  49  ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი 

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა – ქვეყნის მოსახლეობა მერებსა და დეპუტატებს ირჩევს.

შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. 

ცესკო - Sputnik საქართველო
საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ტარდება

პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

თვალი ადევნეთ „Sputnik-საქართველოს“ ონლაინ–ტრანსლაციას>>>

დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება  აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს.  არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მქონე 18 წლის ზემოთ ასაკის  საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც დარეგისტრირებული არიან იმ ადგილებში, სადაც არჩევნები ტარდება.

ამჯერად ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა (დაახლოებით 121 ათასი ადამიანი) ზუგდიდის რაიონშია, ყველაზე ნაკლები კი ხულოს რაიონში (დაახლოებით 24 ათასი ამომრჩეველი).

რა უნდა ვიცოდეთ საქართველოში 2019 წლის 19 მაისის არჩევნებზე>>>

თბილისში ხმის მიცემას დაახლოებით 44 ათასი ამომრჩეველი შეძლებს – მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლებმა  საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატი უნდა აირჩიონ.  მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების გამართვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან,  2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

მთლიანობაშ ხმის მიცემა  410 საარჩევნო უბანზე იქნება შესაძლებელი.

არჩევნებს დააკვირდება  49  ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი  და შვიდი  საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. არჩევნების პროცესს გააშუქებს   45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი.

არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად. გამარჯვებული ის კანდიდატი გახდება, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. თუ ეს არ მოხდება, დაინიშნება მეორე ტური.

ყველა ახალი ამბავი
0