ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 56.4% შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 456 ამომრჩეველია, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 257-მა დააფიქსირა.
ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 21% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 9226 ამომრჩეველი გამოცხადდა.
საარჩევნო ოლქი | აქტივობა | ვის ირჩევენ |
მთაწმინდა (თბილისი) | 21% | საქართველოს პარლამენტის დეპუტატი |
ზუგდიდი |
32,8% | მერი |
ჭიათურა | 32,4% | მერი |
ხულო | 40,6% | მერი |
ზესტაფონი | 30,5% | მერი |
მარნეული | 22,6 | მერი |
საგარეჯო | 56,4 | საკრებულოს დეპუტატი |
ახმეტა | 36,4 | საკრებულოს დეპუტატი |
ადიგენი | 42,1% | საკრებულოს დეპუტატი |
ტყიბული | 29,6% | საკრებულოს დეპუტატი |
წყალტუბო | 35,4% | საკრებულოს დეპუტატი |
ოზურგეთი | 31,7% | საკრებულოს დეპუტატი |
დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს.
შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის.
პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.