06:09 20 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1229
  • 100 RUB4.3536
  • USD2.7871
არჩევნები მარნეულში

ცესკო: შემოსული საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხასიათს ატარებს

© Sputnik / Alex Shlamov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (101)
95 0 0

დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 17:00 საათისთვის სულ 68 საჩივარია შემოსული, აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკო: ამომრჩევლის აქტივობა 17:00 საათისთვის >>

„სულ შესულია 68 საჩივარი, აქედან მარნეულში - 20, ზესტაფონში - 5, ხულოში - 11, ზუგდიდში - 30, ოზურგეთში - 1, თბილისში, №1 პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე - 1 საჩივარი“, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისი თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

მიქელაძემ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მაგალითებიც მოიყვანა.

„მაგალითისთვის, მარნეულის ყიზილაჯლოს №89-ე უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სავარაუდოდ იყო  ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა, თუმცა განმეორებით ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ უბანზე გადაღების წესის დარღვევისა და კომისიის მუშაობისთვის ხელშეშლის გამო დამკვირვებელი გააძევეს.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა მარნეულის №2-ე უბანზე, საიდანაც საარჩევნო პროცესის ხელის შეშლისა და ქაოსის შექმნის გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს. მანამდე კი მან დაწერა საჩივარი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიამ ჩაიბარა.

მიქელაძის თქმით, მარნეულის №68-ე საარჩევნო უბანზე უცნობი პირების მიერ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი არ დადასტურდა.

დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება  აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის.

პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (101)

მთავარი თემები