00:12 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
ანა მიქელაძე

ცესკო: ამომრჩევლის აქტივობა 17:00 საათისთვის

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (102)
121 0 0

დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 17:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 67,8% შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 456 ამომრჩეველია, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 309-მ დააფიქსირა.

ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 26,6% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 11 669 ამომრჩეველი გამოცხადდა. 

საარჩევნო ოლქი აქტივობა ვის ირჩევენ
მთაწმინდა (თბილისი)   საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
ზუგდიდი 38,6% მერი
ჭიათურა 37% მერი
ხულო 49,5% მერი
ზესტაფონი 37% მერი
მარნეული 27,2% მერი
საგარეჯო 67,8% საკრებულოს დეპუტატი
ახმეტა 44,1% საკრებულოს დეპუტატი
ადიგენი 45,8% საკრებულოს დეპუტატი
ტყიბული 33,9% საკრებულოს დეპუტატი
წყალტუბო 40,9% საკრებულოს დეპუტატი
ოზურგეთი 37,4% საკრებულოს დეპუტატი

 

დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება  აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს. 

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. 

პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

 

 

თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (102)

მთავარი თემები