თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 17:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 67,8% შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 456 ამომრჩეველია, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 309-მ დააფიქსირა.
ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 26,6% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 11 669 ამომრჩეველი გამოცხადდა.
საარჩევნო ოლქი | აქტივობა | ვის ირჩევენ |
მთაწმინდა (თბილისი) | საქართველოს პარლამენტის დეპუტატი | |
ზუგდიდი | 38,6% | მერი |
ჭიათურა | 37% | მერი |
ხულო | 49,5% | მერი |
ზესტაფონი | 37% | მერი |
მარნეული | 27,2% | მერი |
საგარეჯო | 67,8% | საკრებულოს დეპუტატი |
ახმეტა | 44,1% | საკრებულოს დეპუტატი |
ადიგენი | 45,8% | საკრებულოს დეპუტატი |
ტყიბული | 33,9% | საკრებულოს დეპუტატი |
წყალტუბო | 40,9% | საკრებულოს დეპუტატი |
ოზურგეთი | 37,4% | საკრებულოს დეპუტატი |
დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს.
შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის.
პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.