12:22 13 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0798
  • 100 RUB4.4334
  • USD3.4232
სიუჟეტები

გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს, 18 თებერვალს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა გახდა.