https://sputnik-georgia.com/20240205/kobaxizis-samtavrobo-programa-zustad-imeorebs-gaxarias-programas-ana-bucukuri-286113610.html
კობახიძის სამთავრობო პროგრამა ზუსტად იმეორებს გახარიას პროგრამას - ანა ბუჩუკური
კობახიძის სამთავრობო პროგრამა ზუსტად იმეორებს გახარიას პროგრამას - ანა ბუჩუკური
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძის, მისი მთავრობისა და პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს დადგება. 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T20:32+0400
2024-02-05T20:32+0400
2024-02-05T20:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
გიორგი გახარია
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618211_110:98:1140:678_1920x0_80_0_0_9683b565f716da8679950a18174cd7dc.jpg
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმეორებს იმ პროგრამას, რომელიც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა, განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მიმდინარე კვირაში წარუდგენს - ირაკლი კობახიძის, მისი მთავრობისა და პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს დადგება.უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „გირჩი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის სამთავრობო პროგრამას კენჭს არ უყრიან. თუმცა, აპირებენ მონაწილეობის მიღებას როგორც საკომიტეტო მოსმენებში, ასევე პლენარულ სხდომაზე.ნდობის გამოცხადებისთვის საჭიროა დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც მინიმუმ 76 ხმას შეადგენს. ამჟამად უმრავლესობას 84 დეპუტატი ჰყავს.საქართველოს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა პარლამენტს პარასკევს, 2 თებერვალს, მთავრობის ახალ პროგრამასთან ერთად წარედგინა.უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 29 იანვარს დატოვა, რათა მეტი დრო გაატაროს ოჯახთან და გზა დაუთმოს პარტიის სხვა ლიდერებს. ღარიბაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618211_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_b2b883845b4ded19030dab37b267838f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გიორგი გახარია , ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გიორგი გახარია , ირაკლი კობახიძე
კობახიძის სამთავრობო პროგრამა ზუსტად იმეორებს გახარიას პროგრამას - ანა ბუჩუკური
ირაკლი კობახიძის, მისი მთავრობისა და პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს დადგება.
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმეორებს იმ პროგრამას, რომელიც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა, განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მიმდინარე კვირაში წარუდგენს - ირაკლი კობახიძის, მისი მთავრობისა და პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს დადგება.
„სამთავრობო პროგრამა ფაქტობრივად, 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა, როდესაც ის მეორე ჯერზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო. ამაში ბუნებრივია, დანაშაული და ცუდი არაფერია, უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ სამი წლის განმავლობაში რას აკეთებდა მთავრობა გაურკვეველია“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „გირჩი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის სამთავრობო პროგრამას კენჭს არ უყრიან. თუმცა, აპირებენ მონაწილეობის მიღებას როგორც საკომიტეტო მოსმენებში, ასევე პლენარულ სხდომაზე.
ნდობის გამოცხადებისთვის საჭიროა დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც მინიმუმ 76 ხმას შეადგენს. ამჟამად უმრავლესობას 84 დეპუტატი ჰყავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა პარლამენტს პარასკევს, 2 თებერვალს, მთავრობის ახალ პროგრამასთან ერთად წარედგინა.
უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 29 იანვარს დატოვა, რათა მეტი დრო გაატაროს ოჯახთან და გზა დაუთმოს პარტიის სხვა ლიდერებს. ღარიბაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა.