გახარიას პარტიის დეპუტატებმა შესაძლოა მანდატები დაკარგონ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2025
გამოწერა
კოალიციამ „საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 7,8% მიიღო და პარლამენტში 12 ადგილი მოიპოვა.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა გაცდენების გამო, შესაძლოა, მანდატები დაკარგონ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
კოალიციამ „საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 7,8% მიიღო და პარლამენტში 12 ადგილი მოიპოვა. პარტია პარლამენტში მოხვდა, მაგრამ პირველივე დღიდან ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და მის საქმიანობას იგნორირებს.
„მათ უკვე გადალახეს ის ზღვარი, სადაც ნახევარზე მეტი გაცდენა აქვთ მორიგი სესიისა, აქედან გამომდინარე, უკვე დადგა ის გარემოება, როდესაც სესიის დასრულების შემდეგ განხილული იქნება მათთვის მანდატების შეწყვეტა და რა თქმა უნდა, მათ შეუწყდებათ მანდატები, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, რადგან პარტიამ არჩევნების შემდეგ არ გააუქმა თავისი სია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, იმ დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილებაც შეწყდება, სიის მომდევნო წევრები ჩაანაცვლებენ.
ამასთან სპიკერმა აღნიშნა, რომ პარტიამ შესაძლოა პარტიული დაფინანსება დაკარგოს.
„არ ვაძლევდით მათ დეპუტატის ხელფასს, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში, საერთო ჯამში და რა თქმა უნდა, უსაქმურობას ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს. ამის სათანადო ბერკეტები არსებებს კანონმდებლობაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ზღვარგადალახული ბოლო ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პარლამენტში რჩება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 5 თებერვალს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს - შედეგად პარლამენტის შემადგენლობა ოფიციალურად 150-დან 101-მდე შემცირდა. განაცხადები სამივე პოლიტიკური ძალის ყველა წევრმა შეიტანა - ესენია „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!"
ყველა ახალი ამბავი
0