https://sputnik-georgia.com/20250206/saqartvelosi-tailandeli-qalebi-surogaciis-miznit-camohyavdat-292030818.html
საქართველოში ტაილანდელი ქალები სუროგაციის მიზნით ჩამოჰყავდათ
საქართველოში ტაილანდელი ქალები სუროგაციის მიზნით ჩამოჰყავდათ
Sputnik საქართველო
შსს-მ 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე გამოკითხა, თუმცა არცერთ მათგანს, სამი ტაილანდელი ქალი გარდა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. 06.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-06T14:43+0400
2025-02-06T14:43+0400
2025-02-06T14:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი გახარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:91:1000:654_1920x0_80_0_0_7ed41dcb3c49482864333661272d2bad.jpg
თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. სამი ტაილანდელი სურიგატი დედა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს და შემდეგ მათ ქვეყნიდან გამგზავრებაში დაეხმარნენ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანით ვაჭრობის მუხლებით გამოძიება ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე დაიწყო.უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა. გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს, სამი ტაილანდელი ქალი გარდა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია.„გამოკითხული სამი ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.პოლიციამ ასევე გამოკითხა უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე, რომელთა მიერაც ტაილანდის მოქალაქეების საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოყვანა მოხდა.სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:0:872:654_1920x0_80_0_0_c94f2953dfb84b067873e45212d7fc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გიორგი გახარია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გიორგი გახარია
საქართველოში ტაილანდელი ქალები სუროგაციის მიზნით ჩამოჰყავდათ
შსს-მ 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე გამოკითხა, თუმცა არცერთ მათგანს, სამი ტაილანდელი ქალი გარდა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია.
თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. სამი ტაილანდელი სურიგატი დედა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს და შემდეგ მათ ქვეყნიდან გამგზავრებაში დაეხმარნენ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანით ვაჭრობის მუხლებით გამოძიება ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა. გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს, სამი ტაილანდელი ქალი გარდა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია.
„გამოკითხული სამი ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლიციამ ასევე გამოკითხა უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე, რომელთა მიერაც ტაილანდის მოქალაქეების საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოყვანა მოხდა.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.