https://sputnik-georgia.com/20241108/sasamartlom-uari-utxra-gaxarias-partias-amomrcevelta-siis-dacvaze-290805568.html
სასამართლომ უარი უთხრა გახარიას პარტიას ამომრჩეველთა სიის დაცვაზე
სასამართლომ უარი უთხრა გახარიას პარტიას ამომრჩეველთა სიის დაცვაზე
Sputnik საქართველო
პარტიამ „საქართველოსთვის“ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ცესკომ უარი თქვა ნეიტრალური პლატფორმისთვის კენჭისყრაში მონაწილე ყველა ამომრჩევლის მონაცემთა ბაზის... 08.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-08T22:00+0400
2024-11-08T22:00+0400
2024-11-08T22:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
გიორგი გახარია
თბილისის საქალაქო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ სარჩელი, რომელიც ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფას ითხოვდა, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.პარტიამ „საქართველოსთვის“ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ნეიტრალური პლატფორმისთვის კენჭისყრაში მონაწილე ყველა (2 მილიონი) ამომრჩევლის მონაცემთა ბაზის გადაცემაზე, რათა ყველამ შეძლოს გადამოწმება, არის თუ არა ის სიაში და თუ არის, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა. გახარიას გუნდი ამტკიცებს, რომ ცესკო გეგმავს ამ მონაცემების წაშლას, რათა შეუძლებელი იყოს არჩევნების გაყალბების სავარაუდო ფაქტის დადგენა.მანამდე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ამ პარტიის შუამდგომლობა მონაცემთა გადაუდებელი დაცვისა და სიების გამოქვეყნების შესახებ.„აშკარად იკვეთება ცესკო-ს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა. ამაზე მიუთითებს მოვლენების ქრონოლოგიაც“, - ნათქვამია განცხადებაში.კერძოდ, 29 ოქტომბერს პარტიამ მოითხოვა სიების გასაჯაროება, პროკურატურამ ცესკოს მითითებით 30 ოქტომბერს სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება.ხოლო როგორც კი პარტიამ 1 ნოემბერს მიმართა სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობით ამ მტკიცებულების დაცვაზე, პროკურატურამ სასწრაფოდ დააყადაღა მტკიცებულებები. 8 ნოემბერს კი, სასამართლომ ამ არგუმენტზე დაყრდნობით, სარჩელი დაუშვებლად ცნო.არჩევნებზე მომხდარი დარღვევების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე ასევე საუბრობენ პარლამენტში შესული სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.ყველა მათგანი უარს ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების აღიარებაზე, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ისინი ასევე გამოხატავენ უნდობლობას ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოების მიმართ.ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.არჩევნები საქართველოში: ამერიკული კომპანიის აუდიტმა „კარუსელები“ გამორიცხა>>ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, გიორგი გახარია , თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, გიორგი გახარია , თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
სასამართლომ უარი უთხრა გახარიას პარტიას ამომრჩეველთა სიის დაცვაზე
პარტიამ „საქართველოსთვის“ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ცესკომ უარი თქვა ნეიტრალური პლატფორმისთვის კენჭისყრაში მონაწილე ყველა ამომრჩევლის მონაცემთა ბაზის გადაცემაზე
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ სარჩელი, რომელიც ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფას ითხოვდა, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტიამ „საქართველოსთვის“ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ნეიტრალური პლატფორმისთვის კენჭისყრაში მონაწილე ყველა (2 მილიონი) ამომრჩევლის მონაცემთა ბაზის გადაცემაზე, რათა ყველამ შეძლოს გადამოწმება, არის თუ არა ის სიაში და თუ არის, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა. გახარიას გუნდი ამტკიცებს, რომ ცესკო გეგმავს ამ მონაცემების წაშლას, რათა შეუძლებელი იყოს არჩევნების გაყალბების სავარაუდო ფაქტის დადგენა.
„დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი ამ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების დაცვაზე იმ მოტივით, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ამ პარტიის შუამდგომლობა მონაცემთა გადაუდებელი დაცვისა და სიების გამოქვეყნების შესახებ.
„აშკარად იკვეთება ცესკო-ს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა. ამაზე მიუთითებს მოვლენების ქრონოლოგიაც“, - ნათქვამია განცხადებაში.
კერძოდ, 29 ოქტომბერს პარტიამ მოითხოვა სიების გასაჯაროება, პროკურატურამ ცესკოს მითითებით 30 ოქტომბერს სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება.
ხოლო როგორც კი პარტიამ 1 ნოემბერს მიმართა სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობით ამ მტკიცებულების დაცვაზე, პროკურატურამ სასწრაფოდ დააყადაღა მტკიცებულებები. 8 ნოემბერს კი, სასამართლომ ამ არგუმენტზე დაყრდნობით, სარჩელი დაუშვებლად ცნო.
„აღნიშნული სიების ახლა, ან მომავალში გამოქვეყნების შემთხვევაში, უკვე იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი სიებთან დაკავშირებულ შესაძლო მანიპულაციებზე. სიმართლის დადგენა მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებით იქნება შესაძლებელი”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
არჩევნებზე მომხდარი დარღვევების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე ასევე საუბრობენ პარლამენტში შესული სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ყველა მათგანი უარს ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების აღიარებაზე, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ისინი ასევე გამოხატავენ უნდობლობას ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოების მიმართ.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.