https://sputnik-georgia.com/20240111/gaxaria-ivanisvils-debatebsi-iwvevs-285567613.html
ნებისმიერ ფორმატში: გახარია ივანიშვილს დებატებში იწვევს
ნებისმიერ ფორმატში: გახარია ივანიშვილს დებატებში იწვევს
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ასევე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, იუწყება „მთავარი... 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T10:58+0400
2024-01-11T10:58+0400
2024-01-11T10:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბიძინა ივანიშვილი
გიორგი გახარია
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249624493_0:88:1680:1033_1920x0_80_0_0_c5b75d1071e64608db2d879bb41ff14a.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ასევე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, იუწყება „მთავარი არხი“.გახარიას თქმით, ის მზადაა, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ივანიშვილს. ექსპრემიერმა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი და ხაზი გაუსვა, რომ მისი „ეს გამონათებაც და გამოსვლაც სააშკარაოზე იძულებითი ნაბიჯია“, თუმცა ეს „საბოლოო ჯამში კარგია, რადგან ბევრი რამ აღიარა“.მანამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. როგორც მან განაცხადა, „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“, და რომ კორუფციის რისკები იზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249624493_94:0:1587:1120_1920x0_80_0_0_8549867ce17d2457d62df9f32a3a6b2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , გიორგი გახარია , პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , გიორგი გახარია , პოლიტიკა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ასევე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს,
იუწყება „მთავარი არხი“.
გახარიას თქმით, ის მზადაა, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ივანიშვილს.
„ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის: სამართლებრივად? - მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად? - მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად? - ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დამსწრის პირობებში. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სამართლებრივადაც 100%-ით მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ და, რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის“, _ აცხადებს გახარია.
ექსპრემიერმა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი და ხაზი გაუსვა, რომ მისი „ეს გამონათებაც და გამოსვლაც სააშკარაოზე იძულებითი ნაბიჯია“, თუმცა ეს „საბოლოო ჯამში კარგია, რადგან ბევრი რამ აღიარა“.
„აღიარა, რომ მაგალითად ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იყო. <...> აღიარა, რომ ეს პატარა მშიშარა ბიჭები არაფრის მაქნისები არ არიან და, რა თქმა უნდა, მათ იმედზე ვერც თვითონ დარჩება და, იმედი მაქვს, ხვდება, რომ ვერც ქვეყანას დატოვებს. რაც მთავარია, აღიარა კორუფცია“, — აღნიშნა გახარიამ.
მანამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. როგორც მან განაცხადა, „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“, და რომ კორუფციის რისკები იზრდება.