https://sputnik-georgia.com/20240108/gaxarias-partia-prezidentis-pirdapiri-arcevis-wesis-dabrunebis-iniciativit-gamodis-285504452.html
გახარიას პარტია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების წინადადებით გამოდის
გახარიას პარტია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების წინადადებით გამოდის
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირ ბოლოს 2018 წელს წელს აირჩიეს, მაშინ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. 08.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-08T17:02+0400
2024-01-08T17:02+0400
2024-01-08T17:02+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
ქართული ოცნება
ბიძინა ივანიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
გიორგი გახარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249572271_0:127:2048:1280_1920x0_80_0_0_4620cead6cbcd1877b9cb48ee237d55a.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო შესწორებებზე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ, განაცხადა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა. მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ. მისი თქმით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავად გააცნობიერა ქვეყანაში ხელისუფლების უკონტროლობის პრობლემა, თუმცა, პრობლემის გადაჭრის ხერხად საზოგადოებას კონტროლიორის სახით თავისი თავი შესთავაზა. „ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა წასვლიდან სამი წლის შემდეგ. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზანია „ახალი სიმძიმის ცენტრის" შექმნა, რათა რეიტინგის გაძლიერების ფონზე მმართველი პარტია „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან" დაიცვას. ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? ირაკლი კობახიძის განმარტება>>ლილუაშვილის აზრით, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია, რომ ერთი ადამიანი იყოს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტი. ხელისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული და ამას ერთი ადამიანი ვერ უზრუნველყოფს, აღნიშნა ლილუაშვილმა. შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, 2017 წელს მიიღეს. შესწორებებს ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდა ორი. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ორი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249572271_287:0:1994:1280_1920x0_80_0_0_0185dc1a1e2a6d909df76d49375a19f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, ქართული ოცნება , ბიძინა ივანიშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, გიორგი გახარია
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, ქართული ოცნება , ბიძინა ივანიშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, გიორგი გახარია
გახარიას პარტია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების წინადადებით გამოდის
საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირ ბოლოს 2018 წელს წელს აირჩიეს, მაშინ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო შესწორებებზე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ, განაცხადა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.
მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.
„გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. კერძოდ, დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ. ეს უზრუნველყოფს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას", - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავად გააცნობიერა ქვეყანაში ხელისუფლების უკონტროლობის პრობლემა, თუმცა, პრობლემის გადაჭრის ხერხად საზოგადოებას კონტროლიორის სახით თავისი თავი შესთავაზა.
„ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა წასვლიდან სამი წლის შემდეგ. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზანია „ახალი სიმძიმის ცენტრის" შექმნა, რათა რეიტინგის გაძლიერების ფონზე მმართველი პარტია „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან" დაიცვას.
ლილუაშვილის აზრით, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია, რომ ერთი ადამიანი იყოს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტი.
„ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა „ოცნების" ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა, მაგრამ პრობლემის კონსტიტუციურად მოგვარების ნაცვლად საკუთარი თავი შემოგვთავაზა ხელისუფლების მაკონტროლებლის როლში, სხვათა შორის, უკვე მესამედ", - განაცხადა ლილუაშვილმა.
ხელისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული და ამას ერთი ადამიანი ვერ უზრუნველყოფს, აღნიშნა ლილუაშვილმა.
„ეს საკითხი ჩვენ პარტიის საარჩევნო პროგრამის ნაწილშიც გვქონდა, მაგრამ საახალწლო სიურპრიზების შედეგად, ჩვენდა სასიკეთოდ მოხდა ამ პროცესების დაჩქარება. ეს გამოცდილება არ არის უცხო, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს მოუწია დაებრუნებინათ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი", - განაცხადა ლილუაშვილმა.
შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, 2017 წელს მიიღეს. შესწორებებს ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდა ორი.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ორი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა.