ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? ირაკლი კობახიძის განმარტება

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
გამოწერა
ქართული მედიის ვარაუდით, შესაძლოა მმართველმა პარტიამ პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილი წარადგინოს.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურაზე საუბარი ნაადრევი სპეკულაციაა, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კითხვა, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტიის დეპუტატებმა ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს. მიზეზი მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტები გახდა.

„ასეთი სპეკულაციები ძალიან ნაადრევია“, – განაცხადა კობახიძემ ივანიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად.

ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.
კობახიძემ, რომელიც საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია, განაცხადა, რომ პრეზიდენტობას თავად არ აპირებს.
„ჯერ ერთი, მე ასეთი გეგმები არ მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი არის არსებითად დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებიდან. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არ არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, სწორედ კობახიძე წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელის მხარეს საპარლამენტო უმრავლესობის სამ წევრთან ერთად. უშუალოდ იგი იყო მმართველი პარტიის სპიკერი.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოში პოლარიზაციას აძლიერებს - ევროკავშირის ელჩი>>>
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესებს, სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები", რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0