https://sputnik-georgia.com/20250116/incidenti-gaxariasa-da-samxarazes-soris-premierma-komentari-gaaketa-291773178.html
ინციდენტი გახარიას და სამხარაძეს შორის: პრემიერმა კომენტარი გააკეთა
ინციდენტი გახარიას და სამხარაძეს შორის: პრემიერმა კომენტარი გააკეთა
Sputnik საქართველო
ინციდენტი მოხდა ბათუმში გიორგი გახარიას და „ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის 16.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-16T14:22+0400
2025-01-16T14:22+0400
2025-01-16T14:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
გიორგი გახარია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_0:38:2044:1188_1920x0_80_0_0_5cf4b7e0fb37598cbe1ce854fbf062f1.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ოპოზიციური პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ კონფლიქტი წამოიწყო, რადგან ვერ მოითმინა მხილება ჯაშუშობასა და კავშირებში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც უპასუხოდ არ დარჩენილა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.საუბარია 14 იანვრის ღამეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ფოიეში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც გახარია და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მონაწილეობდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ესროლა გახარიამ სიტყვიერი დაპირისპირების დროს სამხარაძეს სახეში ერთჯერადი ჭიქა, რასაც სამხარაძის მხრიდან პასუხი და დარტყმა მოჰყვა.პრემიერის თქმით, როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ჯაშუში და „ნაცი“, მაშინ უნდა მოითმინო. გახარიამ ამას ვერ მოუთმინა და პასუხიც მიიღო, დასძინა პრემიერმა.„ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე. არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ, როცა ხარ „ნაცი“ და როცა ხარ „ჯაშუში“ , იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება“, - აღნიშნა კობახიძემ.გახარია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ოპოზიციონერს ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა. გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.იმავდროულად, ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მათ შორის იყო მსჯავრდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ერთ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ დააარსა. ასევე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრე გიგი უგულავა, პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და სხვები.„ქართული ოცნება“ გახარიას და მის პარტიას აკუთვნებს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც ცდილობს ქვეყანაში სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ომში ჩათრევას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_207:0:1839:1224_1920x0_80_0_0_3f55a579f35e298d0ed988e91a27011b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ინციდენტი გახარიას და სამხარაძეს შორის: პრემიერმა კომენტარი გააკეთა
ინციდენტი მოხდა ბათუმში გიორგი გახარიას და „ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ოპოზიციური პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ კონფლიქტი წამოიწყო, რადგან ვერ მოითმინა მხილება ჯაშუშობასა და კავშირებში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც უპასუხოდ არ დარჩენილა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საუბარია 14 იანვრის ღამეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ფოიეში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც გახარია და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მონაწილეობდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ესროლა გახარიამ სიტყვიერი დაპირისპირების დროს სამხარაძეს სახეში ერთჯერადი ჭიქა, რასაც სამხარაძის მხრიდან პასუხი და დარტყმა მოჰყვა.
„მან (გახარიამ - რედ.) წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ, ნუ, ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. როცა ხარ „ჯაშუში“ და როცა ხარ „ნაცი“, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ჯაშუში და „ნაცი“, მაშინ უნდა მოითმინო. გახარიამ ამას ვერ მოუთმინა და პასუხიც მიიღო, დასძინა პრემიერმა.
„ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე. არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ, როცა ხარ „ნაცი“ და როცა ხარ „ჯაშუში“ , იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება“, - აღნიშნა კობახიძემ.
გახარია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ოპოზიციონერს ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა. გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
იმავდროულად, ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მათ შორის იყო მსჯავრდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ერთ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ დააარსა. ასევე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრე გიგი უგულავა, პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და სხვები.
„ქართული ოცნება“ გახარიას და მის პარტიას აკუთვნებს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც ცდილობს ქვეყანაში სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ომში ჩათრევას.