https://sputnik-georgia.com/20250217/giorgi-gaxarias-tbilisis-aeroportsi-kvercxebi-dausines-292151631.html
გიორგი გახარიას თბილისის აეროპორტში კვერცხები დაუშინეს
გიორგი გახარიას თბილისის აეროპორტში კვერცხები დაუშინეს
Sputnik საქართველო
ეს წლის დასაწყისიდან გახარიას მონაწილეობით უკვე მეორე ინციდენტია 17.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-17T15:34+0400
2025-02-17T15:34+0400
2025-02-17T15:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
გიორგი გახარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618211_110:98:1140:678_1920x0_80_0_0_9683b565f716da8679950a18174cd7dc.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციური პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები დაუშინეს.ინციდენტის კადრები სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელდა. ვიდეოკადრებში ისმის, რომ გახარიას აგენტს და სამშობლოს მოღალატეს ეძახიან.პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა 17 თებერვალს გამთენიისას მოხდა, როდესაც გახარია თავის თანამებრძოლთან, საქართველოს ყოფილ ელჩთან გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად გერმანიიდან მოფრინავდა, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა. პარტიამ ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები უმოქმედობაში დაადანაშაულა.ეს წლის დასაწყისიდან გახარიას მონაწილეობით უკვე მეორე ინციდენტია. მანამდე პროკურატურამ ოპოზიციონერს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. საუბარია გახარიასა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე, რომელიც 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ფოიეში მოხდა.მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ესროლა გახარიამ სიტყვიერი დაპირისპირების დროს სამხარაძეს სახეში ერთჯერადი ჭიქა, რასაც სამხარაძის მხრიდან პასუხი და დარტყმა მოჰყვა.ინციდენტის შემდეგ გახარია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ოპოზიციონერს ცხვირის ძვლები აქვს გატეხილი, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა. გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მათ შორის იყო მსჯავრდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ერთ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ დააარსა. ასევე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრე გიგი უგულავა, პარტია „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და სხვები.„ქართული ოცნება“ გახარიას და მის პარტიას აკუთვნებს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც ცდილობს ქვეყანაში სიტუაციის არევას და რევოლუციის მოწყობას.მმართველ პარტიაში „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618211_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_b2b883845b4ded19030dab37b267838f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გიორგი გახარია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გიორგი გახარია
გიორგი გახარიას თბილისის აეროპორტში კვერცხები დაუშინეს
ეს წლის დასაწყისიდან გახარიას მონაწილეობით უკვე მეორე ინციდენტია
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციური პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები დაუშინეს.
ინციდენტის კადრები სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელდა. ვიდეოკადრებში ისმის, რომ გახარიას აგენტს და სამშობლოს მოღალატეს ეძახიან.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა 17 თებერვალს გამთენიისას მოხდა, როდესაც გახარია თავის თანამებრძოლთან, საქართველოს ყოფილ ელჩთან გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად გერმანიიდან მოფრინავდა, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა. პარტიამ ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები უმოქმედობაში დაადანაშაულა.
ეს წლის დასაწყისიდან გახარიას მონაწილეობით უკვე მეორე ინციდენტია. მანამდე პროკურატურამ ოპოზიციონერს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. საუბარია გახარიასა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე, რომელიც 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ფოიეში მოხდა.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ესროლა გახარიამ სიტყვიერი დაპირისპირების დროს სამხარაძეს სახეში ერთჯერადი ჭიქა, რასაც სამხარაძის მხრიდან პასუხი და დარტყმა მოჰყვა.
ინციდენტის შემდეგ გახარია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ოპოზიციონერს ცხვირის ძვლები აქვს გატეხილი, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა. გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მათ შორის იყო მსჯავრდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ერთ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ დააარსა. ასევე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრე გიგი უგულავა, პარტია „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და სხვები.
„ქართული ოცნება“ გახარიას და მის პარტიას აკუთვნებს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც ცდილობს ქვეყანაში სიტუაციის არევას და რევოლუციის მოწყობას.
მმართველ პარტიაში „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.