16:27 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
თემები
სიუჟეტები

დიდი ხანძრები საქართველოში

2017 წლის ზაფხულში საქართველო ტყის ხანძრების სერიამ მოიცვა. აქედან განსაკუთრებით მასშტაბური იყო ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომლის დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა.  ვითარებას მთაგორიანი რელიეფი და ქარი ართულებდა. ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს ეხმარებოდნენ თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი. ამასთან,  საქართველო და ევროკავშირი თანამშრომლობენ სტიქიური უბედურებების აღკვეთის, ამისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფისა და მათზე რეაგირების საკითხებში, კერძოდ, როგორიცაა ტყის ხანძრები, წყალდიდობები, საძიებო-სამაშველო მისიები. საქართველოსთვის ასევე ხელმისაწვდომია ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის სტიქიური უბედურებების რისკების მართვის ინსტრუმენტები. დიდი ხანძრებისა და სტიქიური უბედურებების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით  „Sputnik-საქართველოს“ ვებ–გვერდზე.