თემქაზე ათსართულიან კორპუსში ხანძარია

© photo: Sputnik / Stringerმეხანძრეები გამოძახებაზე
მეხანძრეები გამოძახებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
გამოწერა
უსაფრთხოების მიზნით მთელს კორპუსში გათიშეს გაზი და ელექტროენერგია.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. მეხანძრეები თემქაზე ათსართულიან კორპუსში ერთ-ერთ ბინაში ხანძარს ებრძვიან, იუწყება ადგილიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო ბრიგადა, ასევე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ცეცხლი გაჩნდა ზღვისუბნის მესამე მიკრორაიონის მეორე კვარტალში, მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში. ადგილობრივების თქმით, ბინაში ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობდა. ის არ დაშავებულა.
უსაფრთხოების მიზნით მთელს კორპუსში გათიშეს გაზი და ელექტროენერგია.
ყველა ახალი ამბავი
0