https://sputnik-georgia.com/20240904/xanzari-borjomshi-cecxlos-qrobis-processhi-4-vertmpreni-chaerto-289716300.html
ხანძარი ბორჯომში: ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო
ხანძარი ბორჯომში: ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო
Sputnik საქართველო
რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T11:29+0400
2024-09-04T11:29+0400
2024-09-04T11:29+0400
საქართველო
ხანძრები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269696313_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_d2f56b731f033c3120b707f0e3acac1c.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, ე.წ. ნეძვის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გაჩნდა - ხანძარი დაახლოებით, 1 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ. სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.ადგილზე მოწყობილია სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება.საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269696313_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_d6432205079414d115d9c9753a855d9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ხანძრები საქართველოში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, ხანძრები საქართველოში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ხანძარი ბორჯომში: ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო
რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, ე.წ. ნეძვის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გაჩნდა - ხანძარი დაახლოებით, 1 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ. სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
„ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან", - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილზე მოწყობილია სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.