https://sputnik-georgia.com/20250620/mindvris-xanzrebis-prevencia-293836618.html
მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით კახეთში საველე ოპერაციების შტაბი გაიხსნა
მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით კახეთში საველე ოპერაციების შტაბი გაიხსნა
Sputnik საქართველო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, ტყის ან ველის სიახლოვეს არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. 20.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-20T10:33+0400
2025-06-20T10:33+0400
2025-06-20T10:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
ხანძრები საქართველოში
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24688/03/246880308_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_03db26c1c39e9b9e0cab3da4b49a7974.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთში მარცვლეულის აღების პროცესში მინდვრის ხანძრების პრევენციის და სწრაფი რეაგირების მიზნით საველე ოპერაციების შტაბი გახსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სპეცტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. ხანძრების პრევენციის მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგი დრონების მეშვეობით განხორციელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყისა და მინდვრის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24688/03/246880308_71:0:1208:853_1920x0_80_0_0_402ecd6a21d0be987b274128a3beff3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , ხანძრები საქართველოში , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , ხანძრები საქართველოში , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით კახეთში საველე ოპერაციების შტაბი გაიხსნა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, ტყის ან ველის სიახლოვეს არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთში მარცვლეულის აღების პროცესში მინდვრის ხანძრების პრევენციის და სწრაფი რეაგირების მიზნით საველე ოპერაციების შტაბი გახსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სპეცტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. ხანძრების პრევენციის მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგი დრონების მეშვეობით განხორციელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყისა და მინდვრის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.