გლდანში სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

© photo : Emergency Management Service / FBხანძარი გლდანში
ხანძარი გლდანში - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2024
გამოწერა
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. მეტრო ახმეტელთან სავაჭრო ცენტრი იწვის, იუწყება „ტვ პირველი“.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის" ზედა სართულზე გაჩნდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0