https://sputnik-georgia.com/20250108/saqartvelosi-9-ianvari-glovis-dred-gamocxadda-291683848.html
საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
Sputnik საქართველო
ხანძრის შედეგად დაღუპულებს ხვალ, 9 იანვარს დაკრძალავენ. 08.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-08T19:00+0400
2025-01-08T19:00+0400
2025-01-08T19:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ხანძრები საქართველოში
საქართველოს მთავრობა
აფხაზეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282980757_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a770bdd1673c3da8ce4955399783b961.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მოაწერა.სოფელ საბერიოში ტრაგიკული შემთხვევა 5 იანვრის დილას მოხდა- საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში შეშის ღუმლის დანთებისას გაჩნდა. ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ.ადგილობრივების თქმით, ბებიამ ღუმლის დანთებისას შეცდომით ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი მოედო.ბავშვები, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 7 წლის, ხოლო უმცროსი ხუთი თვის იყო, ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებული მოხუცი კი გალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ხანძრის შედეგად დაღუპულებს ხვალ, 9 იანვარს დაკრძალავენ.
საქართველო
აფხაზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282980757_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_88a715ade76d6f591c77b024a4b9b2e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ხანძრები საქართველოში , საქართველოს მთავრობა , აფხაზეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ხანძრები საქართველოში , საქართველოს მთავრობა , აფხაზეთი
საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
ხანძრის შედეგად დაღუპულებს ხვალ, 9 იანვარს დაკრძალავენ.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მოაწერა.
სოფელ საბერიოში ტრაგიკული შემთხვევა 5 იანვრის დილას მოხდა- საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
„გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია განკარგულებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში შეშის ღუმლის დანთებისას გაჩნდა. ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების თქმით, ბებიამ ღუმლის დანთებისას შეცდომით ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი მოედო.
ბავშვები, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 7 წლის, ხოლო უმცროსი ხუთი თვის იყო, ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებული მოხუცი კი გალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძრის შედეგად დაღუპულებს ხვალ, 9 იანვარს დაკრძალავენ.