გორში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / Levan Avlabreliსახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები
სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2025
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გორშის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე დარაჯად მუშაობდა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. გორში, რკინიგზის სადგურის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „რუსთავი2“.
არსებული ინფორმაციით, ოთახში, სადაც დარაჯი იმყოფებოდა, ხანძარი დენის გამათბობელმა გამოიწვია. მამაკაცი აღნიშნულ ოთახში გადაცვლილი იპოვეს.
ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0