ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

© photo: Sputnikსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2024
გამოწერა
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ მეხანძრე-მაშველები. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
დღეს ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთ სასტუმროშიც ხანძარი იყო. ცეცხლი ბოლო სართულზე გაჩნდა. რამდენიმე საათში მისი ლიკვიდირება მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავდა.
ყველა ახალი ამბავი
0