https://sputnik-georgia.com/20250524/borjomis-erovnul-parksi-xanzrebis-adreuli-armocenis-sistema-dainergeba-293490249.html
ბორჯომის ეროვნულ პარკში ხანძრების ადრეული აღმოჩენის სისტემა დაინერგება
ბორჯომის ეროვნულ პარკში ხანძრების ადრეული აღმოჩენის სისტემა დაინერგება
Sputnik საქართველო
ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაცულ ტერიტორიებზე ხანძრის მართვას, გააძლიერებს ეკოსისტემის დაცვას და გაზრდის საზოგადოებრივ... 24.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-24T09:38+0400
2025-05-24T09:38+0400
2025-05-24T09:38+0400
საქართველო
ხანძრები საქართველოში
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249207032_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_4df2c0af20dfdce6033ed2f8e69730f2.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, კურორტ აბასთუმნისა და ზეკარის უღელტეხილის მიმდებარედ ტყის ხანძრების ადრეული აღმოჩენისა და დისტანციური მონიტორინგის თანამედროვე სისტემა დაინერგა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.საქართველოში ბოლო მასშტაბური ხანძარი 2022 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში მოხდა. იმ დროს 180 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა. ხანძრის ჩაქრობაში არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, არამედ სამხედრო დანაყოფებიც იყვნენ ჩართულნი. ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის მიერ გამოგზავნილი სახანძრო თვითმფრინავები.სააგენტოს ინფორმაციით, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაცულ ტერიტორიებზე ხანძრის მართვას, გააძლიერებს ეკოსისტემის დაცვას და გაზრდის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.ახალი სისტემა „ჭკვიანი კამერების“ მეშვეობით ახდენს მონაცემთა ანალიზს და იმ ინფორმაციის მოწოდებას ონლაინ რეჟიმში, როგორიცაა:ხანძრის ადრეული აღმოჩენა და რეაგირება – ტექნოლოგია აფიქსირებს ხანძარს საწყის ეტაპზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მისი გავრცელების რისკს.ზუსტი მიგნება - უზრუნველყოფს ხანძრის მდებარეობისა და გავრცელების მიმართულების დადგენას.დაზიანებული ტერიტორიების შეფასება – ანალიზი ეხმარება გარემოს აღდგენის პროცესის დროულ დაგეგმვასა და განხორციელებას.მუდმივი მონიტორინგი და პროგნოზირება – სისტემა აფასებს რისკებს და ხელს უწყობს პრევენციული ზომების დაგეგმვას.ზაფხულის ცხელ პერიოდში, საქართველოს ტყის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს ხანძარსაშიშ ტერიტორიას. 2024 წელს ქვეყანაში 11.639 ხანძარი დაფიქსირდა და 504 შენობა დაიწვა. გარდა ამისა, გასულ წელს ხანძრების შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა (2023 წელს - 36 ადამიანი) და 241 დაშავდა (2023 წელს - 205 ადამიანი).ბორჯომ-ხარაგაულის პარკი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია, იგი მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ რაიონს, რომლებიც ბორჯომის კურორტიდან ხარაგაულამდეა გადაჭიმული. მისი ფართობი 5,3 ათასი კვადრატული კილომეტრია, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 7,6%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249207032_211:0:2878:2000_1920x0_80_0_0_1a8c81b66582a80d75ddad6d51338fe2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ხანძრები საქართველოში , დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, ხანძრები საქართველოში , დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი ამბები
ბორჯომის ეროვნულ პარკში ხანძრების ადრეული აღმოჩენის სისტემა დაინერგება
ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაცულ ტერიტორიებზე ხანძრის მართვას, გააძლიერებს ეკოსისტემის დაცვას და გაზრდის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, კურორტ აბასთუმნისა და ზეკარის უღელტეხილის მიმდებარედ ტყის ხანძრების ადრეული აღმოჩენისა და დისტანციური მონიტორინგის თანამედროვე სისტემა დაინერგა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოში ბოლო მასშტაბური ხანძარი 2022 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში მოხდა. იმ დროს 180 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა. ხანძრის ჩაქრობაში არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, არამედ სამხედრო დანაყოფებიც იყვნენ ჩართულნი. ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის მიერ გამოგზავნილი სახანძრო თვითმფრინავები.
„პროექტი, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში განხორციელდა, ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ტყის ხანძრების ადრეული შეტყობინებების სისტემის დანერგვას. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს დისტანციურად მოხდეს ხანძრების აღმოჩენა და დროული რეაგირება ჩვენი რეინჯერების მიერ“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძემ.
სააგენტოს ინფორმაციით, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაცულ ტერიტორიებზე ხანძრის მართვას, გააძლიერებს ეკოსისტემის დაცვას და გაზრდის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
ახალი სისტემა „ჭკვიანი კამერების“ მეშვეობით ახდენს მონაცემთა ანალიზს და იმ ინფორმაციის მოწოდებას ონლაინ რეჟიმში, როგორიცაა:
ხანძრის ადრეული აღმოჩენა და რეაგირება – ტექნოლოგია აფიქსირებს ხანძარს საწყის ეტაპზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მისი გავრცელების რისკს.
ზუსტი მიგნება - უზრუნველყოფს ხანძრის მდებარეობისა და გავრცელების მიმართულების დადგენას.
დაზიანებული ტერიტორიების შეფასება – ანალიზი ეხმარება გარემოს აღდგენის პროცესის დროულ დაგეგმვასა და განხორციელებას.
მუდმივი მონიტორინგი და პროგნოზირება – სისტემა აფასებს რისკებს და ხელს უწყობს პრევენციული ზომების დაგეგმვას.
ზაფხულის ცხელ პერიოდში, საქართველოს ტყის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს ხანძარსაშიშ ტერიტორიას. 2024 წელს ქვეყანაში 11.639 ხანძარი დაფიქსირდა და 504 შენობა დაიწვა. გარდა ამისა, გასულ წელს ხანძრების შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა (2023 წელს - 36 ადამიანი) და 241 დაშავდა (2023 წელს - 205 ადამიანი).
ბორჯომ-ხარაგაულის პარკი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია, იგი მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ რაიონს, რომლებიც ბორჯომის კურორტიდან ხარაგაულამდეა გადაჭიმული. მისი ფართობი 5,3 ათასი კვადრატული კილომეტრია, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 7,6%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ.