08:21 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თემები
სიუჟეტები

კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს - ბოლო ცნობები

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით კიევში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს. დაკავება ხმაურიანი აქციის ფონზე მოხდა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. მიკროავტობუსი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი მომხრეების მიერ არის ბლოკირებული. სპეცრაზმსა და აქტივისტებს შორის პერიოდულად შეტაკებები მიმდინარეობს.