https://sputnik-georgia.com/20260826/politikuri-piramida-irrveva-deputatma-opoziciasi-mimdinare-konfliqti-seafasa-300307777.html
„პოლიტიკური პირამიდა ირღვევა“: დეპუტატმა ოპოზიციაში მიმდინარე კონფლიქტი შეაფასა
„პოლიტიკური პირამიდა ირღვევა“: დეპუტატმა ოპოზიციაში მიმდინარე კონფლიქტი შეაფასა
Sputnik საქართველო
სააკაშვილსა და გვარამიას შორის საჯარო კონფლიქტის გამწვავების ფონზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, რომ ურთიერთბრალდებების მიუხედავად, ოპოზიცია... 26.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-26T15:26+0400
2026-08-26T15:26+0400
2026-08-26T15:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151153_0:553:880:1048_1920x0_80_0_0_e0f58c651937b9ea3a07ce113641842f.jpg
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური ბანაკი წარმოადგენს პოლიტიკურ „პირამიდას“, რომლის სათავეში დგანან „თაღლითები, მატყუარები და სამშობლოს მოღალატეები“.ოპოზიციური პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახალის“ წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი ბოლო დროს შესამჩნევად გამწვავდა. პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ერთმანეთს მოსყიდვასა და ფარულ გარიგებებში დასდეს ბრალი. გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“ და რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების რეჟიმშია. სააკაშვილმა, თავის მხრივ, მკვეთრად გააკრიტიკა გვარამია.მან აღნიშნა, რომ ოპოზიციონერებს შორის მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საჭიროების დროს ისინი კვლავ შეიძლება გაერთიანდნენ.„მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არის ერთი დიდი ჯგუფი, დაჯგუფება და ეს რაღაც შიდა დაპირისპირებები შეიძლება იყოს ხოლმე, რაღაცნაირად მაცდური, რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ, მაგრამ საჭიროების დროს ხდება ხოლმე მათი ისევ აწყობა გარე დაკვეთის შესაბამისად", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“უწოდებენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მიერ დაფუძნებულ პარტიებსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს. ამ სიაში „ნაცმოძრაობის“ გარდა, შედიან „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151153_0:471:880:1131_1920x0_80_0_0_d8f5d367423a4c040173f1fc3dde28c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილი
„პოლიტიკური პირამიდა ირღვევა“: დეპუტატმა ოპოზიციაში მიმდინარე კონფლიქტი შეაფასა
სააკაშვილსა და გვარამიას შორის საჯარო კონფლიქტის გამწვავების ფონზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, რომ ურთიერთბრალდებების მიუხედავად, ოპოზიცია საჭიროების შემთხვევაში „გარე დაკვეთით“ კვლავ შეიძლება გაერთიანდეს
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური ბანაკი წარმოადგენს პოლიტიკურ „პირამიდას“, რომლის სათავეში დგანან „თაღლითები, მატყუარები და სამშობლოს მოღალატეები“.
ოპოზიციური პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახალის“ წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი ბოლო დროს შესამჩნევად გამწვავდა. პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ერთმანეთს მოსყიდვასა და ფარულ გარიგებებში დასდეს ბრალი. გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“ და რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების რეჟიმშია. სააკაშვილმა, თავის მხრივ, მკვეთრად გააკრიტიკა გვარამია.
"ეს არის პოლიტიკური პირამიდა, სადაც თავში თავმოყრილები არიან უპირველესი თაღლითები, მატყუარები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები და შემდგომ არის შეკრული, როგორც ჩანს, აი, ამ პირამიდის ფორმით უკვე მეორე დონის, მესამე დონის და ასე შემდგომ, მეოთხე დონის სხვა მატყუარები, მთელი ეს პოლიტიკური დაჯგუფება. ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდებით, არის ამ პოლიტიკური პირამიდის რღვევა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიციონერებს შორის მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საჭიროების დროს ისინი კვლავ შეიძლება გაერთიანდნენ.
„მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არის ერთი დიდი ჯგუფი, დაჯგუფება და ეს რაღაც შიდა დაპირისპირებები შეიძლება იყოს ხოლმე, რაღაცნაირად მაცდური, რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ, მაგრამ საჭიროების დროს ხდება ხოლმე მათი ისევ აწყობა გარე დაკვეთის შესაბამისად", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“უწოდებენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მიერ დაფუძნებულ პარტიებსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს. ამ სიაში „ნაცმოძრაობის“ გარდა, შედიან „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.