საკურორტო ქალაქი ანაკლია ახლო მომავალში რეგიონში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი გახდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი მასშტაბური პროექტია.  ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გათვლით, პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის აუცილებელია 600 მლნ აშშ დოლარი. საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ამჟამად ფსკერის გაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს. პორტის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზის მიხედვით განხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0