https://sputnik-georgia.com/20250122/rogor-midis-anakliis-portis-mshenebloba-291853314.html
მოლაპარაკებები გრძელდება: როგორ მიდის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა?
მოლაპარაკებები გრძელდება: როგორ მიდის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა?
Sputnik საქართველო
ხელისუფლების გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტი პირველ გემს 2028 წელს მიიღებს. 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T21:00+0400
2025-01-22T21:00+0400
2025-01-22T21:00+0400
საქართველო
ანაკლია
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23333/80/233338036_0:156:1501:1000_1920x0_80_0_0_47dd45499f7139ed2900b1472a0859b2.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კონსორციუმის გაძლიერების შესახებ დეტალები თებერვალში გახდება ცნობილი, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს. ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი სამუშაოებს 16 სექტემბრიდან ატარებს.ამასთან, მან აღნიშნა, რომ დეტალების მორიგი დაზუსტება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte., რომელიც ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა, 2025 წლის აპრილშია დაგეგმილი.მისი თქმით, მოლაპარაკებები ყოველთვის ხანგრძლივი პროცესია, თუმცა გეგმის მიხედვით, პორტი პირველ გემს 2028 წელს მიიღებს.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება.პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, ისედააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23333/80/233338036_81:0:1414:1000_1920x0_80_0_0_dec79f0db9da287e3155844acd32509c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
მოლაპარაკებები გრძელდება: როგორ მიდის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა?
ხელისუფლების გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტი პირველ გემს 2028 წელს მიიღებს.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კონსორციუმის გაძლიერების შესახებ დეტალები თებერვალში გახდება ცნობილი, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს. ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი სამუშაოებს 16 სექტემბრიდან ატარებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხებზე, ჯერჯერობით, ვერ მოგაწვდით ამაზე მეტ ინფორმაციას. მოხდება კონსორციუმის გაძლიერება - მისი შემადგენლობა უფრო სოლიდური იქნება, რაც ამ პროექტს გაამყარებს. მეტ ინფორმაციას თებერვალში მოგაწვდით,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ დეტალების მორიგი დაზუსტება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte., რომელიც ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა, 2025 წლის აპრილშია დაგეგმილი.
„მთავრობამ პრეტენდენტთან წინადადების დაზუსტების მორიგ თარიღად 2025 წლის აპრილი განსაზღვრა. მოლაპარაკების დროს პრეტენდენტის მხრიდან ბევრი საკითხი დაისვა. ჩვენ პასუხი გავეცით და მოვითხოვეთ დაზუსტებები", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ყოველთვის ხანგრძლივი პროცესია, თუმცა გეგმის მიხედვით, პორტი პირველ გემს 2028 წელს მიიღებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება.
პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, ისედააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს.