https://sputnik-georgia.com/20250628/premierma-anakliis-portis-mseneblobis-vadebi-daasaxela-293947384.html
პრემიერმა ანაკლიის ღრმაწყლოვანის პორტის მშენებლობის ვადები დაასახელა
პრემიერმა ანაკლიის ღრმაწყლოვანის პორტის მშენებლობის ვადები დაასახელა
Sputnik საქართველო
ანაკლიაში უკვე დაწყებულია დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები, განაცხადა პრემიერმა 28.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-28T10:57+0400
2025-06-28T10:57+0400
2025-06-28T10:57+0400
ანაკლია
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0f/271358183_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_b022e810683f681e1d7b3a90ff6fad7d.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველი ფაზა 2029 წლამდე დასრულდება, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd. (სინგაპური) ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესება გამოხატა. საქართველოს მთავრობა მასთან ხელშეკრულებას 2025 წლის შემოდგომამდე გააფორმებს. ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენ წილს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.მისი თქმით, ჯამურად პირველი ფაზის ფარგლებში ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტი მოემსახურება წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს.„არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად სათანადო ვადებში უნდა განხორციელდეს. ეს მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის სათანადო ვადებში განხორციელება და დასრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიაში უკვე დაწყებულია დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები.ანაკლიის პორტის მშენებლობაღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერი დაიწყო.ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო სამშენებლო კომპანიაა. ხელშეკრულების მიხედვით, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0f/271358183_72:0:1207:851_1920x0_80_0_0_b60eb589a46279fc46ffdb284660363f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანაკლია, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ანაკლია, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
პრემიერმა ანაკლიის ღრმაწყლოვანის პორტის მშენებლობის ვადები დაასახელა
ანაკლიაში უკვე დაწყებულია დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველი ფაზა 2029 წლამდე დასრულდება, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd. (სინგაპური) ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესება გამოხატა. საქართველოს მთავრობა მასთან ხელშეკრულებას 2025 წლის შემოდგომამდე გააფორმებს. ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენ წილს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
„ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება არაუგვიანეს 2029 წლისა, თუმცა ტემპების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ბევრად უფრო მოკლე ვადებშიც არის შესაძლებელი პირველი ფაზის დასრულება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ჯამურად პირველი ფაზის ფარგლებში ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტი მოემსახურება წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს.
„არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად სათანადო ვადებში უნდა განხორციელდეს. ეს მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის სათანადო ვადებში განხორციელება და დასრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიაში უკვე დაწყებულია დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები.
ანაკლიის პორტის მშენებლობა
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერი დაიწყო.
ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო სამშენებლო კომპანიაა. ხელშეკრულების მიხედვით, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.