https://sputnik-georgia.com/20240830/anakliis-portis-mseneblobaze-saqartvelos-partnior-kompaniastan-xelsekruleba-gaformda-289660801.html
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საქართველოს პარტნიორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საქართველოს პარტნიორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
Sputnik საქართველო
ბელგიური კომპანია აქტიურად მონაწილეობდა პანამის არხის გაფართოების პროექტში, ასევე ახორციელებდა და ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში 30.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-30T16:41+0400
2024-08-30T16:41+0400
2024-08-30T16:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ანაკლია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1e/289656642_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_c515ae694ac9e1aae889088847ae2f56.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.ხელშეკრულების თანახმად, ბელგიურმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავების და ტალღის მჭრელის სამშენებლო სამუშაოები.ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის (უცხოური საწარმოს ფილიალი) დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.ახლა 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანია „ანაკლიის საზღვაო პორტი“ კერძო პარტნიორთან ერთად შექმნის ერთობლივ კომპანიას, რომელშიც სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ერთობლივი კომპანია პორტის განვითარების ვალდებულებას იკისრებს.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობის პროცესში ასეთი დიდი გამოცდილებისა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის ჩართვა, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული.კომპანია Jan De Nul („იან დე ნული“) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) შეირჩა. ანაკლიის პორტის საზღვაო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე საერთაშორისო ტენდერზე განაცხადები სამმა კომპანიამ შეიტანა.„იან დე ნული“ ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“ ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ.ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით.პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარია.სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის სტრატეგიული პროექტია. მისი მეშვეობით საქართველომ უნდა გაიმყაროს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია – დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები ერთმანეთს, მოემსახუროს ტვირთნაკადს შუა დერეფანში, რომელიც არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზა დღესდღეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1e/289656642_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_16d5067cf9228173d3467aea5c2f457f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საქართველოს პარტნიორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
ბელგიური კომპანია აქტიურად მონაწილეობდა პანამის არხის გაფართოების პროექტში, ასევე ახორციელებდა და ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
ხელშეკრულების თანახმად, ბელგიურმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავების და ტალღის მჭრელის სამშენებლო სამუშაოები.
ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის (უცხოური საწარმოს ფილიალი) დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
ახლა 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანია „ანაკლიის საზღვაო პორტი“ კერძო პარტნიორთან ერთად შექმნის ერთობლივ კომპანიას, რომელშიც სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ერთობლივი კომპანია პორტის განვითარების ვალდებულებას იკისრებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობის პროცესში ასეთი დიდი გამოცდილებისა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის ჩართვა, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული.
კომპანია Jan De Nul („იან დე ნული“) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) შეირჩა. ანაკლიის პორტის საზღვაო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე საერთაშორისო ტენდერზე განაცხადები სამმა კომპანიამ შეიტანა.
„იან დე ნული“ ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“ ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით.
პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარია.
სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის სტრატეგიული პროექტია. მისი მეშვეობით საქართველომ უნდა გაიმყაროს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია – დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები ერთმანეთს, მოემსახუროს ტვირთნაკადს შუა დერეფანში, რომელიც არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზა დღესდღეობით.