არბიტრაჟის გადაწყვეტილების გადაფარვის მცდელობა: პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძის დუმილზე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2024
გამოწერა
პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელსაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, სახელმწიფოს 650 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დუმილი არის მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაფარონ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
პარიზის არბიტრაჟმა 29 ივლისს დაასრულა სასამართლო დავა, რომელიც 2020 წლიდან გრძელდებოდა საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი. კონსორციუმი მოითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის ფინანსური ზარალის ანაზღაურებას და შეთანხმების აღდგენას, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, როგორც „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებლები და იმ პერიოდში ხელმძღვანელები, ასევე გამოდიოდნენ როგორც კონსორციუმის დამფუძნებლები.
„უსუსური მცდელობაა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გადაფარონ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ისინი ვერანაირად ვერ გადაფარავენ. მათ შეიტანეს შესაბამისი საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან, ამის მერე ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს მარცხი გადაფარონ არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელსაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, სახელმწიფოს 650 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს.
სასამართლო დავაში საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაადანაშაულეს. როგორც ადრე კობახიძემ განაცხადა, ხაზარაძის ქმედებები საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელის შელახვის მიზნით კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარის ნაწილია.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, როგორც „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებლები და იმ პერიოდში ხელმძღვანელები, ასევე გამოდიოდნენ როგორც კონსორციუმის დამფუძნებლები.
რა მოხდა კონტრაქტთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო შეთანხმების საბოლოოდ გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო, მას შემდეგ რაც 2019 წლის დეკემბერში ინვესტორმა უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ, კონსორციუმმა ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.
შეთანხმების ხელმოწერიდან 2018 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა. პრაქტიკულად ყველა ცვლილება ეხებოდა ვადების გაგრძელებას. ამასთან, კონსორციუმს ჩამოაწერეს 11 მლნ დოლარის ჯარიმა.
მთავარი საკითხი, რომლის გადაჭრაც მხარეებმა ვერ შეძლეს, იყო ინვესტორების მიერ მოზიდული სესხების დაბრუნების სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა.
კონსორციუმი მიიჩნევს, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა ყველა პირობას და მთავრობას არასაკმარის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
კონსორციუმი ირწმუნება, რომ სწორედ ხელისუფლების ქმედებების გამო ვერ დაასრულა ძირითად პირობებზე შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან, რომელთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელებისა და სამომავლო წარმატების საკითხში.
პორტის მშენებლობა
ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს. ტენდერის შედეგების მიხედვით, ბოლო დრომდე პრეტენდენტები იყვნენ შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები შევიდა მხოლოდ კონსორციუმისგან China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte.
ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად გამოცხადდა და სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს" (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში განაცხადი ანაკლიის პორტის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე სამმა კომპანიამ წარადგინა.
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გაფორმდება ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ, 2023 წელს დაფუძნებული კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" კერძო პარტნიორთან ერთად ერთობლივ კომპანიას შექმნის, რომელშიც სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ერთობლივი კომპანიის მიზანი პორტის განვითარება იქნება.
პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს -
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება - ეს არის 7,8 მილიონი ტონა ტვირთის გატარების რესურსი, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარია.
ყველა ახალი ამბავი
0