https://sputnik-georgia.com/20250125/saqartvelo-msoflio-bazarze-wamyvani-motamase-seizleba-gaxdes-diplomati-291884294.html
საქართველო მსოფლიო ბაზარზე წამყვანი მოთამაშე შეიძლება გახდეს - დიპლომატი
საქართველო მსოფლიო ბაზარზე წამყვანი მოთამაშე შეიძლება გახდეს - დიპლომატი
Sputnik საქართველო
საქართველომ ჩინეთის-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში საკვანძო როლი უნდა შეასრულოს, ირწმუნება დიპლომატი 25.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-25T20:03+0400
2025-01-25T20:03+0400
2025-01-25T20:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ანაკლია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ჩინეთი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812998_0:0:3461:1947_1920x0_80_0_0_70eb3a83f1ba96f261c21d0a83da8893.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველო, ჩინეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის წყალობით, შეიძლება გახდეს წამყვანი მოთამაშე მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე, განაცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში არჩილ კალანდიამ.საქართველოს სატრანზიტო როლი, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით, ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. საქართველოს როლის გაძლიერებისთვის ხორციელდება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიას და ევროპას აკავშირებს.მისი თქმით, საქართველომ ჩინეთის-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში საკვანძო როლი უნდა შეასრულოს.„ეს აჩენს ჩვენთვის დამატებით შესაძლებლობას, რომ საქართველო რეგიონში (და რეგიონში უფრო დიდი გაგებითაც), იყოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის ბაზრებთან წვდომის კუთხითაც“, - აღნიშნა კალანდიამ.მისი თქმით, შუა დერეფნის და სხვა პროექტების საშუალებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს სატრანზიტო ქვეყანა სარკინიგზო გადაზიდვებისთვის ჩინეთიდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით.„შუა დერეფანი“„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტის გარდა, დაწყებულია ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812998_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_80d3e2c8aaf5df9cc3980eb482fdd2bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ჩინეთი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ჩინეთი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო მსოფლიო ბაზარზე წამყვანი მოთამაშე შეიძლება გახდეს - დიპლომატი
საქართველომ ჩინეთის-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში საკვანძო როლი უნდა შეასრულოს, ირწმუნება დიპლომატი
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველო, ჩინეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის წყალობით, შეიძლება გახდეს წამყვანი მოთამაშე მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე, განაცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში არჩილ კალანდიამ.
საქართველოს სატრანზიტო როლი, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით, ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. საქართველოს როლის გაძლიერებისთვის ხორციელდება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიას და ევროპას აკავშირებს.
„ჩემი აზრით, დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გლობალურ ვაჭრობაში“, - აღნიშნა კალანდიამ.
მისი თქმით, საქართველომ ჩინეთის-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში საკვანძო როლი უნდა შეასრულოს.
„ეს აჩენს ჩვენთვის დამატებით შესაძლებლობას, რომ საქართველო რეგიონში (და რეგიონში უფრო დიდი გაგებითაც), იყოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის ბაზრებთან წვდომის კუთხითაც“, - აღნიშნა კალანდიამ.
მისი თქმით, შუა დერეფნის და სხვა პროექტების საშუალებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს სატრანზიტო ქვეყანა სარკინიგზო გადაზიდვებისთვის ჩინეთიდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტის გარდა, დაწყებულია ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი.