https://sputnik-georgia.com/20250527/premieri-anakliis-grmawklovani-portis-shesaxeb-293545659.html
არაფერი გადაიდება: პრემიერი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ
არაფერი გადაიდება: პრემიერი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, არსებობს ობიექტური მიზეზები, რის გამოც შეთანხმება ჯერ არ არის ხელმოწერილი, თუმცა ეს არანაირად არ უშლის ხელს სამუშაოების მიმდინარეობას 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T21:13+0400
2025-05-27T21:13+0400
2025-05-27T21:12+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ანაკლია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24750/60/247506099_0:53:1000:616_1920x0_80_0_0_53ee3952f52306c71912b4018e1d548e.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან შეთანხმების ხელმოწერა არ გადაიდება, პროცესს გარკვეული დრო სჭირდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd. (სინგაპური) ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესება გამოხატა. საქართველოს მთავრობა მასთან ხელშეკრულებას 2025 წლის შემოდგომამდე გააფორმებს. ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენ წილს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.მანამდე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის განახლებული წინადადების განხილვას, შესაძლოა, ერთ თვეზე მეტი დასჭირდეს.ანაკლიის პორტის მშენებლობაღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერი დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ტალღმტეხელის მშენებლობა. ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო სამშენებლო კომპანიაა. ხელშეკრულების მიხედვით, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24750/60/247506099_54:0:946:669_1920x0_80_0_0_eaeff7e7f58a74f8cd2b623b87fc2ba1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ანაკლია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ანაკლია, ახალი ამბები
არაფერი გადაიდება: პრემიერი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ
კობახიძის თქმით, არსებობს ობიექტური მიზეზები, რის გამოც შეთანხმება ჯერ არ არის ხელმოწერილი, თუმცა ეს არანაირად არ უშლის ხელს სამუშაოების მიმდინარეობას
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან შეთანხმების ხელმოწერა არ გადაიდება, პროცესს გარკვეული დრო სჭირდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd. (სინგაპური) ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესება გამოხატა. საქართველოს მთავრობა მასთან ხელშეკრულებას 2025 წლის შემოდგომამდე გააფორმებს. ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენ წილს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
„სინამდვილეში არაფერი არ გადაიდება ერთი მარტივი მიზეზის გამო: სამუშაო უკვე დაწყებულია. რა თქმა უნდა, ხელშეკრულების გაფორმებას გარკვეული დრო სჭირდება. ეს ასპექტი შეიძლებოდა უფრო ადრე დასრულებულიყო, თუმცა არსებობს ობიექტური მიზეზები, რის გამოც შეთანხმება ჯერ არ არის ხელმოწერილი, თუმცა ეს არანაირად არ უშლის ხელს სამუშაოების მიმდინარეობას“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის განახლებული წინადადების განხილვას, შესაძლოა, ერთ თვეზე მეტი დასჭირდეს.
ანაკლიის პორტის მშენებლობა
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერი დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ტალღმტეხელის მშენებლობა.
ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო სამშენებლო კომპანიაა. ხელშეკრულების მიხედვით, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.