https://sputnik-georgia.com/20240731/kobaxidze-anakliis-porti-istoriuli-rolis-shesrulebashi-daexmareba-289269372.html
კობახიძე: ანაკლიის პორტი საქართველოს დაეხმარება ისტორიული როლის აღდგენაში
კობახიძე: ანაკლიის პორტი საქართველოს დაეხმარება ისტორიული როლის აღდგენაში
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს 31.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-31T19:00+0400
2024-07-31T19:00+0400
2024-07-31T19:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ანაკლია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24720/77/247207739_50:0:1556:847_1920x0_80_0_0_5a78f64c485c5e59b62654df45c16306.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველომ უნდა აღიდგინოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის ფუნქცია და ამ კუთხით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინელი ინვესტორის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ამჟამად საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte. – ერთადერთ კომპანიასთან, რომელმაც პორტის განვითარებაში ინვესტირების ინტერესი გამოხატა.მისი თქმით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.„ამ კუთხით ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინურ ტვირთებზე იქნება ძირითადად დამოკიდებული ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირება“, – განაცხადა პრემიერმა.პორტის მშენებლობაანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს. ტენდერის შედეგების მიხედვით, ბოლო დრომდე პრეტენდენტები იყვნენ შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები შევიდა მხოლოდ კონსორციუმისგან China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte.ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად გამოცხადდა და სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს" (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში განაცხადი ანაკლიის პორტის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე სამმა კომპანიამ წარადგინა.მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გაფორმდება ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ, 2023 წელს დაფუძნებული კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" კერძო პარტნიორთან ერთად ერთობლივ კომპანიას შექმნის, რომელშიც სახელმწიფოს 2ილი 51% იქნება. ერთობლივი კომპანიის მიზანი პორტის განვითარება იქნება.პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს - ეს არის 7,8 მილიონი ტონა ტვირთის გატარების რესურსი.„შუა დერეფნის" როლიტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.„შუა დერეფანი“ არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24720/77/247207739_238:0:1367:847_1920x0_80_0_0_a8f84aee8733af3624da31d2aab15eb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ანაკლია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ჩინეთი
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ანაკლია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ჩინეთი
კობახიძე: ანაკლიის პორტი საქართველოს დაეხმარება ისტორიული როლის აღდგენაში
ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველომ უნდა აღიდგინოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის ფუნქცია და ამ კუთხით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინელი ინვესტორის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამჟამად საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte. – ერთადერთ კომპანიასთან, რომელმაც პორტის განვითარებაში ინვესტირების ინტერესი გამოხატა.
„საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის. იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს ფუნქცია მაქსიმალურად აღიდგინოს, რომ გაძლიერდეს ჩვენი ფუნქცია შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური თანამშრომლობა როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით“, -განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.
„ამ კუთხით ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინურ ტვირთებზე იქნება ძირითადად დამოკიდებული ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირება“, – განაცხადა პრემიერმა.
ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს. ტენდერის შედეგების მიხედვით, ბოლო დრომდე პრეტენდენტები იყვნენ შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები შევიდა მხოლოდ კონსორციუმისგან China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte.
ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად გამოცხადდა და სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს" (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში განაცხადი ანაკლიის პორტის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე სამმა კომპანიამ წარადგინა.
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გაფორმდება ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ, 2023 წელს დაფუძნებული კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" კერძო პარტნიორთან ერთად ერთობლივ კომპანიას შექმნის, რომელშიც სახელმწიფოს 2ილი 51% იქნება. ერთობლივი კომპანიის მიზანი პორტის განვითარება იქნება.
პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს - ეს არის 7,8 მილიონი ტონა ტვირთის გატარების რესურსი.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
„შუა დერეფანი“ არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.