იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა, მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით. მხარე იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის მხარეში შედის ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი. იმერეთში მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, ვანის ნაქალაქარი, სათაფლიის მღვიმე, ყუმისთავის მღვიმე, კაცხის სვეტი, მღვიმევის მონასტერი, მოწამეთას მონასტერი.

ახალი ამბები იმერეთის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0