უამინდობამ იმერეთში პრობლემები შექმნა

© photo: Kobuleti Municipality / FBმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2026
გამოწერა
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. იმერეთში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აღნიშნულის გამო გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, იმერეთში უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტბორა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს გზები ჩაიერგს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები და ვენახები.
ყველა ახალი ამბავი
0