საჩხერეში თევზაობის დროს კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშითევზაობა
თევზაობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2026
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საჩხერეში თევზაობის დროს კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა, იუწყება ქართული მედია.
არსებული ინფორმაციით, 31 წლის ახალგაზრდა თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო. კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0