https://sputnik-georgia.com/20260404/tyibulsi-bzis-ukanono-mopovebis-faqti-gamovlinda-297955803.html
ტყიბულში ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
ტყიბულში ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან. 04.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-04T13:19+0400
2026-04-04T13:19+0400
2026-04-04T13:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
იმერეთი
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23386/64/233866480_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_6a4b115c5b19dc76eef0d7c953269cd2.jpg
თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტყიბულში ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, უწყების ცნობით, ტყიბულში მოქალაქემ ბზის 1000 ერთეული ტოტი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდარღვევის აღმოჩენის შემდეგ მოპოვებული ბზა დაილუქა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ამკაცრებს კონტროლს. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსი, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა. ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. 2026 წლის საეკლესიო კალენდრის მიხედვით ბზობის დღესასწაული 5 აპრილს აღინიშნება.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23386/64/233866480_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_3b8a937c0ee1a0b6445b5ee6bd077f14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, იმერეთი , საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, იმერეთი , საქართველოს რეგიონები
ტყიბულში ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან.
თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტყიბულში ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, უწყების ცნობით, ტყიბულში მოქალაქემ ბზის 1000 ერთეული ტოტი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდარღვევის აღმოჩენის შემდეგ მოპოვებული ბზა დაილუქა.
კოლხური ბზა "წითელი ნუსხით" დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2,5 ათას ლარამდე. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ამკაცრებს კონტროლს.
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსი, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა.
ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს.
2026 წლის საეკლესიო კალენდრის მიხედვით ბზობის დღესასწაული 5 აპრილს აღინიშნება.